დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გორში, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა - ექსიმკროპი

გორში, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა - ექსიმკროპი

2023-05-27 02:00:47

 

 

 

კომპანია Eximcrop-ი ეგიდით, საქართველოში პირველი კენიური ავოკადოს ლოგისტიკური ცენტრის ოპერირებს, რომელიც გორში, „ტირიფონის ხილის“ სასაწყობე მეურნეობაში გაიხსნა.

როგორ Business Insider Georgia-ს კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა დღეს, კენიური ავოკადოს პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ უკვე გაიგზავნა.

ჩვენი მიზანია სამაცივრე მეურნეობები, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს 100%-ით დავტვირთოთ და ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს დამატებითი შემოსავალი გაუჩინოთ. ჩვენი პარტნიორია „ტირიფონის ბაღები“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამაცივრე მეურნეობას ფლობს.

ამასთან, ჩვენი მიზანია საქართველოში სავაჭრო ეკოსისტემის შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მდებარეობა იმპორტ-ექსპორტისთვის, რეექსპორტისთვის და სწრაფი ციფრული სერვისებისთვის გამოვიყენოთ. სწორედ ამ სტრატეგიული მიზნების ფარგლებში, საქართველოში ავოკადო შემოვიტანეთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდება და ასევე იგეგმება რეექსპორტზე გატანაც.

 

  • რატომ გააკეთეთ არჩევანი კენიურ ავოკადოზე?

 

აფრიკული ავოკადო ყველაზე ხარისხიანია. კენიური ავოკადოს ფასი შედარებით დაბალია, რადგან ამ ქვეყანაში წარმოება გაცილებით იაფი ჯდება. ცნობილია, რომ ხარისხიანი პროდუქტი მისაღებ ფასში ხსნის ბაზრებს. მოხმარება ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის, ამას ემატება ისიც, რომ პროდუქტი ხარისხიანია. ჩვენ ავოკადო ჩამოვიტანეთ „მაერსკის“ ხაზით და ტრანსპორტირებას 40 დღე დასჭირდა.

 

  • რა მოცულობისაა ტვირთი და რა გავლენა ექნება ლოგისტიკური ცენტრის ოპერირებას ავოკადოს ბაზარზე, მოსალოდნელია თუ არა ფასის შემცირება?

 

ეს კონკრეტული ტვირთი 24 ტონაა, თუმცა ავოკადოს იმპორტი გაგრძელდება. ეს არის პირველი, საპილოტე კონტეინერი. რა თქმა უნდა ავოკადოს გაიაფებას გამოიწვევს და პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მსოფლიოში მიიჩნევენ, რომ ავოკადო არის მაღალშემოსავლიანი ადამიანებისათვის განკუთვნილი პროდუქტი, თუმცა ტენდენცია თანდათან იცვლება. ავოკადო კარგავს ნიშურობას და ხდება მასობრივი მოხმარების პროდუქტი. ფასი დაიწევს და მოხმარება გაიზრდება.

 

  • რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველო გახდეს რიგი ქვეყნებისთვის ავოკადოს გამანაწილებელი ჰაბი. რადგან თქვენ პროდუქტის რეექსპორტზე გააკეთეთ აქცენტი?

 

ავოკადო საქართველოდან გავა ექსპორტზეც და პირველი ქვეყანა იქნება უზბეკეთი. ჩვენ გვინდა ავითვისოთ ის პოტენციალი რაც აქვს შუა დერეფანს.

კერძოდ, ძვირადღირებულმა და მაღალი მოხმარების პროდუქტებმა, როგორიცაა ავოკადო და ბანანი გაიაროს საქართველო და მოხვდეს მეზობელ ქვეყნებში. ესაა ეკოსისტემის ყველზე სტრატეგიული მიმართულება.

ჩვენ კენიაში გავაფორმეთ ხელშეკრულებები ადგილობრივ ძლიერ კოოპერატივებთან, რომლებიც აწარმოებენ ავოკადოს და ისინი დავაინტერესეთ საქართველოში ავოკადოს ჰაბის გამოყენებით.

აფრიკელი მეწარმეების ინტერესია ბაზრების დივერსიფიკაცია და ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ავოკადოს იმპორტის ზრდას. ახლა ჩვენ შემოვიტანეთ „პუერტეს“ ჯიშის მწვანე ავოკადო და ასევე ვგეგმავთ წითელი და შავი ავოკადოს შემოტანას.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ხილი, ხეტყის საწყობი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Fre Avocados Avocados adidas Avocados Avocados Avocados Avocados Avocados Avocados Avocados Avocados Fresh Avocados Avocado“ გამოსახულება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები