დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
20 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, კომპანია "Koenig & Bauer" - ის წარმომადგენლები ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ვორქშოპს გამართავენ

20 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, კომპანია "Koenig & Bauer" - ის წარმომადგენლები ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ვორქშოპს გამართავენ

2023-04-05 16:13:16

20 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, კომპანია "Koenig & Bauer" - ის წარმომადგენლები ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ვორქშოპს გამართავენ. აღნიშნულ ვორქშოპზე განხილული იქნება ბანკნოტის დიზაინის შექმნის თავისებურებები და მისი ტექნიკური დეტალები ბეჭდვის პროცესში.

 

ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია გრაფიკოს დიზაინერს ან/და ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტს.
 

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 12 აპრილის ჩათვლით მიიღება. მონაწილეობისათვის აუცილებელია, აპლიკანტმა წარმოადგინოს რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე  Workshop@nbg.gov.ge სულ 15 მონაწილე შეირჩევა. ვორქშოპი 20 აპრილს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები