დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოდან, 96 ქვეყანაში რეკორდული, $1.3 მილიარდამდე ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

2022 წელს საქართველოდან, 96 ქვეყანაში რეკორდული, $1.3 მილიარდამდე ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

2023-04-20 13:24:24

„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147 %-იანი ზრდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34 %-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10.5 %-ით 2021 წლის მაჩვენებელს.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია ფიქსირდება 2023 წელს.

პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 %-იანი ზრდაა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები