დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე $904 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა - Galt & Taggart

2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე $904 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა - Galt & Taggart

2023-03-16 22:01:14

2021-2022 წლებში ახალი ავტომობილების დეფიციტმა, ახალ და მეორად ავტომობილებზე ფასები გაზარდა, - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.

„2022 წელს საქართველოს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაორმაგდა 904 მლნ აშშ დოლრამდე, ხოლო საექსპორტო ბაზრების სტრუქტურა შეიცვალა. რაც ევრაზიული კავშირისგან გაზრდი მოთხოვნას უკავშირდება. 

2021-2022 წლებში საქართველოს ავტომობილების ბიზნესი გლობალურის მსგავსი გამომწვევების წინაშე იდგა. ავტომობილებზე მიწოდებს შეზღუდვებსა და გაზრდილ ფასებს თან ერთოდა გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები". 

კვლევაში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა: 

„2023 წლის მოლოდინები პოზიტიურია. ავტორიზებული დილერები საშუალოდ 15-20%-იან წლიურ ზრდას ელოდებიან გაყიდვებში, თუმცა მიწოდებასთან და ფასებთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, 2023 წელსაც გაგრძელდეს.

ზოგიერთი ბრენდი განსაკუთრებით მოწყვლადია ამ გამოწვევების მიმართ. დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ახალი მანქანების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

0-2 წლის ავტომობილების გაყიდვებში დილერების დაბალი წილის გათვალისწინებით მეორადი ავტომობილების ბაზარზე ასევე არსებობს ზრდის შესაძლებლობა განსაკუთრებით რეგიონებში“, -  ნათქვამია კვლევის ძირითად მიგნებებში.  

„ავტომობილების იმპორტის მხრივ, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და გერმანია არიან. ამათგან, ცხადია, უდიდესი წილი, ტრადიციულად ამერიკაზე მოდის, საიდანაც, გასულ წელს, დაახლოებით $800 მილიონის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმპორტის კუთხით პირველი ადგილი სტაბილურად 2017 წლიდან დაიკავა, რადგან მანამდე, პირველობას იაპონია არ თმობდა.

საქართველოს მიერ 2022 წელს იმპორტირებული ავტომობილების ჯამური ღირებულება რეკორდულია - ამ დრომდე, ყველაზე დიდი, ანუ $1.1 მილიარდის ღირებულების ავტომობილები საქართველოში 2019 წელს შემოვიდა. პანდემიური 2020 წლის გარდა, როცა მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვები ჩამოიშალა და ქარხნები უბრალოდ გაჩერდა, ავტომობილების იმპორტის კუთხით, საქართველოს 2015 წლიდან ფენომენალური ზრდა აქვს. წლების მიხედვით, იმპორტის მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
2015 წელი - $472 მილიონი
2016 წელი - $525 მილიონი 
2017 წელი - $590 მილიონი 
2018 წელი - $840 მილიონი 
2019 წელი - $1.1 მილიარდი 
2020 წელი - $782 მილიონი 
2021 წელი - $935 მილიონი 
2022 წელი - $1.6 მილიარდი 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები