დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტმა 94.9%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა

2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტმა 94.9%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა

2023-03-01 11:18:05

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 94.9 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 138.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს.

  •  2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი

ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა.

  • 2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა,

რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი (75.7 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი (82.4 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით).

2022 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთის (მოიცავს ასევე ფოსტას) ნაკადის მოცულობამ 17.9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 83.2 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 16.8 პროცენტი - გაგზავნილი.

2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები