დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა $1 მლრდ-ს გადააჭარბა - Galt & Taggart

4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა $1 მლრდ-ს გადააჭარბა - Galt & Taggart

2023-05-08 12:34:15

Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1 მილიარდ 045 მილიონი დოლარი შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის განახლებული კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე ოთხი თვის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ით აღემატება.

„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 32.6%-ით გაიზარდა და 250 მლნ დოლარი შეადგინა“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.

2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% - ით  გაიზარდა  და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ამ მაჩვენებელმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები  2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ი  გაიზარდა თურქეთიდან,  73.2%  ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 

2023 წლის 1-ელ კვარტალში,  მოგზაურობიდან  მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი,  ისრაელი,  სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები