დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება

6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება

2023-05-02 14:15:58

HR hubის ორგანიზებითდასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka გენერალური სპონსორობით,  ევოლუშენ საქართველოს  და Lineate Georgia- მხარდაჭერით6 მაისს ვაკისპარკში 14:00სთ-დან 17:00სთის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია www.sfero.ge -ზე.

ადგილზე მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ მოსულ ადამიანებს.

სპიკერები

14:00 თამთა ფეტელავაპაშა ბანკი რეკრუტინგის სამსახურის უფროსი

თემა: რა უნდა ვკითხოთ HR მენეჯერს გასაუბრებაზე?

14:15 ია ნადირაშვილიStore next Georgia- გენერალური დირექტორი, რითეილ კონსულტანტი, ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი, ქოუჩი, მენტორი, ლექტორი

თემა: I'm never dream about success I'm work for it! - მე არასდროს მიოცნებია წარმატებაზე მევშრომობდი წარმატებისთვის;

15:00 გიორგი კონტუაძე - ენტერპრენერი

თემა: როგორია ბედნიერი სამსახური?

15:30 სანდრო ბოლქვაძე -

16:00 ნატა ასათიანი - განათლების ფსიქოლოგი 

თემა: შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით

 წარმატების კუთხეში ჰოთსეილი გაათამაშებს 3 საჩუქარს.

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia,  KD4US,  რადიო იმედი.

 დეტალები: karierisfestivali2023

 

 


მსგავსი სიახლეები