მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

ვართ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არა სერვის პროვაიდერები - ვახტანგ შურღაია

news image
mbc image

განსხვავებული კონცეფციის მქონე იურიდიულმა კომპანიამ „ბი ვი ქონსალთინგმა“ 2021 წელს დაიწყო ოპერირება საქართველოს ბაზარზე. კომპანიის დაფუძნება განაპირობა ორმა გარემოებამ: ერთი მხრივ ბიზნესის მოთხოვნამ კონკრეტულად მათზე მორგებული სამართლებრივი სერვისის მიღებაზე და მეორე მხრივ, წლების განმავლობაში ბიზნეს სამართლის მიმართულებით კომპანიის დამფუძნებლების მიერ დაგროვილი ცოდნის გაზიარების ამბიციამ. როგორია რეგულარული სერვისებს ჩამონათვალი და რა სიახლეებს ნერგავს 2025 წელს კომპანია Business Insider Georgia-ს ესაუბრა ვახტანგ შურღაია „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი

 რა არის „ბი ვი ქონსალთინგის“ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?

„ბი ვი ქონსალთინგი“ მუშაობს ბიზნეს სამართლის მიმართულებით და კომპანიებს ემსახურება კონკურენციის, საფინანსო, საგადასახადო და კორპორაციული სამართლის, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების  და სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროებში. სხვებისგან იმით გამოვირჩევით, რომ ვართ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არა სერვის პროვაიდერები. ნებისმიერ სამართლებრივ სიტუაციას ვაფასებთ ბიზნესის გადმოსახედიდან და ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას. ვთანამშრომლობთ არაერთ საერთაშორისო ექსპერტთან, რაც გვეხმარება პარტნიორების პრობლემებზე უმოკლეს დროში უახლესი პრაქტიკის გადაწყვეტილებების მისადაგებაში.

ვინ არიან „ბი ვი ქონსალთინგის“ სერვისების ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენ პორფელშია საშუალო და მსხვილი ბიზნესი, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები. აქტიურად ვთანამშრომლობთ დარგობრივ ასოციაციებთან რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე  სამართლის დარგში.  

 რა მოცულობით იზრდება „ბი ვი ქონსალთინგი“  წლიდან-წლამდე?

ამაყად ვიტყვი, რომ „ბი ვი ქონსალთინგი“ წლიდან წლამდე მინიმუმ აორმაგებს როგორც პარტნიორთა რაოდენობას ასევე შემოსავალს, რაც მიუთითებს ჩვენი ბიზნეს მოდელის მართებულობასა და ბაზარზე ჩვენ მიმართ ნდობის ხარისხზე. 

რა სიახლეებს გეგმავ ბი ვი ქონსალთინგი“  2025 წელს?

ვგეგმავთ სამშენებლო სამართლის მიმართულებით სერვისების გაფართოებას და ამჟამად ვაყალიბებთ გუნდს, რომლის საშუალებით მომავალი წლიდან ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ FIDIC-თან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ დარეგულირებას.  გარდა ამისა, დამუშავების პროცესშია შრომის ინსპექციასთან მიმართებით, კონკრეტული სერვისები, რათა უფრო აქტიურად შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image ცვლილებები შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში

17.07.2026.16:43

2026 წლის 9 ივლისს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში. ცვლილებების შესახებ დეტალურად საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში შესული ცვლილებები არსებითად შეეხება რამდენიმე მიმართულებას. უპირველეს ყოვლისა, დადგენილება აღარ ითვალისწინებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის წინასწარ გამოცხადების ვალდებულებას. სანაცვლოდ, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, იგი ვალდებულია, განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სააგენტოს შეუთანხმოს წლიური კვოტა პორტალის მეშვეობით.

კვოტის მოპოვებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. თუ ადგილობრივი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მან ზემოხსენებული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელს არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე.

შედეგად, სააგენტო დამსაქმებელს განუსაზღვრავს წლიურ კვოტას, რომლის ფარგლებშიც მას ექნება უფლება, კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განაცხადები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით. კვოტა შესაძლებელია გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენისას.

საყურადღებოა, რომ თუ ადგილობრივი დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში მის მიმართ განსაზღვრულ კვოტას სრულად არ აითვისებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ დამსაქმებელთან მიმართებით მომდევნო წლის კვოტის განსაზღვრისას შეამციროს კვოტა.

ცვლილების შედეგად დაზუსტდა, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად იმიგრანტის პასპორტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების ხელახალი მოპოვების/შეტყობინების ვალდებულება დამსაქმებელზე არ ვრცელდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შეეხება მხოლოდ დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის დონეს, ხელფასს ან სამუშაო განრიგს.

დადგენილებაში გათვალისწინებულ იქნა ის შემთხვევებიც, რომლებზეც არ ვრცელდება საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება. მათ შორისაა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა/მომსახურება. დადგენილების თანახმად, მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს შრომითი იმიგრანტის მიერ ქვეყანაში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის დაწყების დღიდან კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს, არაუმეტეს შრომითი იმიგრანტის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პერიოდისა.

ამასთან, შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის ვალდებულება, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge და წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის, ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის, მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი შრომითი იმიგრანტის შესახებ.

და ბოლოს, დადგენილება განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც შრომითი იმიგრანტის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად. მაგალითად, თუ იმიგრანტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული პორტალზე, საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე ან ახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ 0-კვოტიან საქმიანობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა