2025 წელი გამორჩეულად პოზიტიური, გამოწვევებით სავსე და ზრდაზე ორიენტირებული იყო - Pabellón Hotel
სასტუმრო “პაბელონი“ მდებარეობს კახეთში, კერძოდ ყვარელში ილიას ტბასთან. სასტუმროში არსებულ სიახლეებსა და 2025 წლის შეფასებაზე Business Insider Georgia გენერალურ მენეჯერს, ოქსანა ხოდინს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
“პაბელონისთვის” 2025 წელი ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. პირველივე სეზონი ძალიან წარმატებული იყო. გახსნის დღიდან სრული დატვირთვით მუშაობა თავისთავად დიდი გამოწვევაა, თუმცა გუნდის დაუღალავი შრომითა და ნამდვილი მასპინძლობის სულისკვეთებით, ვფიქრობთ კარგად გავართვით მაღალ სეზონს თავი.
სტუმრებს უკვე ვთავაზობთ რამდენიმე ახალ სივრცესა და გაუმჯობესებულ სერვისს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს საერთო გამოცდილებას.

დაგვემატა კულინარიული მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაციები პროფესიონალი სომელიესგან, თიხაზე მუშაობის გამოცდილება, პიკლბოლისა და კალათბურთის მოედნები, რაც მნიშვნელოვანად ზრდის როგორც ჯგუფური, ასევე გართობის მიზნით ჩამოსული სტუმრების რაოდენობას; დავამატეთ სამაგიდო თამაშები, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი.
“პაბელონის” განახლებულ მენიუს ახალი შეფი ხელმძღვანელობს. განახლებული მენიუ აერთიანებს, როგორც კლასიკურ ქართულ რეცეპტებს, ასევე თანამედროვე ინტერპრეტაციებს. დაგვემატა კახური კუთხე, სადაც სტუმრები აგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს, ადგილობრივ პროდუქციასა და კახეთში დამკვიდრებულ კულინარიულ ტრადიციებს;
ეს სიახლეები სწორედ ის ნაბიჯებია, რომლებიც პაბელონს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და საუკეთესო გამოცდილებაზე ორიენტირებულ სასტუმროდ აქცევს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? ფიქსირდება თუ არა სტუმრების ზრდის ტენდენცია?
მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურისტები აქტიურად ირჩევენ კახეთს, ხოლო პაბელონის უნიკალური მდებარეობა ილიას ტბასთან და მრავალფეროვანი შეთავაზებები ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას.

სტუმრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება როგორც დასვენების, ისე საქმიანი მოგზაურობის სეგმენტებში. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა გამოცდილებით დატვირთულ მომსახურებებზე - ღვინის დეგუსტაციებზე, გასტრონომიულ მასტერკლასებზე და აქტიურ გართობაზე. ზამთარში აქტივობა ბუნებრივია მცირდება, თუმცა სპეციალური შეთავაზებებით ვცდილობთ სეზონურობის დაბალანსებას და იქედან გამომდინარე, რომ ღონისძიებებისთვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები გვაქვს, კორპორატიული ღონისძიებებითა და კონფერენციებით ვტვირთავთ სასტუმროს.
როგორ აფასებთ 2025 წელს?
პირველი სეზონი ყოველთვის რთულია, თუმცა მიუხედავად ბაზრის გამოწვევებისა, “პაბელონმა” შეძლო ძლიერი პოზიციის დაკავება კახეთის სასტუმრო სექტორში.
წლის განმავლობაში:
• წარმატებით გავზარდეთ ოთახების დატვირთულობა დაბალ სეზონზეც;
• განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ჯგუფურ და MICE მიმართულებაზე;
• დადებითი გამოხმაურება მივიღეთ სტუმრებისგან განახლებული მენიუსა და ახალი სერვისების შესახებ;
• პაბელონის მეღვინეობა კი ნელ-ნელა ხდება ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა.

საერთო ჯამში, 2025 წელი გამორჩეულად პოზიტიური, გამოწვევებით სავსე და ზრდაზე ორიენტირებული იყო.
ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://www.pabellon.ge/ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 0352 20 02 00.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.