5 ხრიკი ფულად გზავნილებზე: როგორ დაზოგოთ, დაიბრუნოთ და მოიგოთ თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკში
საერთაშორისო ფულადი გზავნილი ბევრისთვის ყოველდღიურობაა, იქნება ეს ოჯახის დახმარება თუ პირადი ფინანსების მართვა. ეს, როგორც წესი, სტანდარტული პროცესია, თუმცა, თუ დეტალებს ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ამ მარტივი ოპერაციით ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.
საქართველოს ბანკი რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, ფინანსურად მომგებიან შესაძლებლობას გთავაზობთ. კონკრეტულად განვიხილოთ 5 ხრიკი.
1. შანსი, მოიგოთ 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან
მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის გაგზავნისას ან განაღდებისას, თქვენ ავტომატურად ხდებით მობილბანკის გათამაშების მონაწილე, რომლის საპრიზო ფონდიც 650,000 ლარია.
როგორ მუშაობს მობილბანკის გათამაშება?
• ბილეთების დაგროვება: ბილეთებს იღებთ არა მხოლოდ გზავნილის შესრულებისთვის, არამედ მობილბანკის სხვა აქტივობებისთვისაც: აპლიკაციაში შესვლა, გადარიცხვა, პროდუქტის გააქტიურება და ა.შ.
• ყოველთვიური და ფინალური ეტაპი: გათამაშება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ თვეში სამი გამარჯვებული ვლინდება, დეკემბერში კი ფინალია და საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს ყველა ბილეთი, რომელიც წინა თვეებში დააგროვეთ.
2. 50%-იანი ქეშბექი Western Union-ის საკომისიოზე
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, დაზოგოთ Western Union-ის ყოველ გზავნილზე:
• გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი Western Union-ით საზღვარგარეთ თანხის გასაგზავნად და საკომისიოს ნახევარი უკან დაგიბრუნდებათ;
• ეს თანხა თქვენს ანგარიშზე გზავნილის შესრულების დღის ბოლომდე ავტომატურად აისახება;
• შეთავაზება 2025 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.
3. იღბლიანი გზავნილი: გააორმაგეთ მიღებული თანხა
თუ რეგულარულად ანაღდებთ ფულად გზავნილებს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, შესაძლებობა გაქვთ მიღებული თანხა გაიორმაგოთ! გაორმაგებულ თანხას მიიღებს ის, ვისი გზავნილიც კვირის განმავლობაში 30,000-ე აღმოჩნდება.
• გამარჯვებული კვირაში ერთხელ ვლინდება;
• გაორმაგებული თანხის მაქსიმალური ლიმიტი 3,000 ლარია;
• აქცია ძალაშია 28 დეკემბრამდე.
4. საუკეთესო სავალუტო კურსი 24/7, ფილიალში მისვლის გარეშე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გზავნილის განაღდებისას სავალუტო კურსია. საქართველოს ბანკი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაუმჯობესებულ, სპეციალურ კურსს გთავაზობთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ:
• ზოგავთ დროს და არ გიწევთ ფილიალში მისვლა;
• სარგებლობთ მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს;
• იღებთ მეტ თანხას უკეთესი კონვერტაციის შედეგად.
5. შემცირებული საკომისიო Ria-ს გზავნილებზე
თუ თქვენ საქართველოდან საზღვარგარეთ ფულს Ria-ს სისტემით აგზავნით, შეგიძლიათ შემცირებული საკომისიოთი ისარგებლოთ.
15 ოქტომბრის ჩათვლით:
• საკომისიო იქნება 2.0% (სტანდარტული 2.2%-ის ნაცვლად);
• აშშ-ში გზავნილის შემთხვევაში, კი საკომისიო 2.0% იქნება (2.5%-ის ნაცვლად).
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა გზავნილს გააგზავნით ან მიიღებთ, შეასრულეთ ოპერაცია მობილბანკში.ერთი კლიკით შეგიძლიათ მოიგოთ, დაიბრუნოთ ან სულაც გააორმაგოთ თანხა!
სხვა სიახლეები
ICT მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს - თორნიკე სულაბერიძე
20.05.2026.14:30
ტექნოლოგიური სექტორის პოპულარიზაციისთვის რეგიონებში ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებთან უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, - მიიჩნევს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ასოციაციის გაფართოების შემდეგ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან საგანმანათლებლო და ტრენინგ-კომპანიებიც, რაც ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაციას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეუწყობს ხელს.
„ეს მიმართულება გასაზრდელია, რადგან ძირითადი აქცენტი და ფოკუსი მაინც დიდ ქალაქებზე - თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე მოდის, თუმცა ცნობიერება რეგიონებშიც ასამაღლებელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გაფართოების შედეგად შემოგვიერთდებიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც ახალგაზრდებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიებშიც ბევრი ახალგაზრდა მუშაობს, მათთან ყოველდღიური შეხება მაინც არ გვქონია. თუმცა, ის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ტრენინგპროვაიდერები, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობენ, ახალგაზრდებთან ყოველდღიურად ურთიერთობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათთან ერთობლივი მუშაობით ჩვენ შევძლებთ ამ სექტორის პოპულარიზაციას. აქამდე ჩვენი ICT ასოციაცია უნივერსიტეტებსა და ტრენინგპროვაიდერებთან, როგორც გარე პარტნიორი, ისე თანამშრომლობდა და ამ არასაწევრო, პარტნიორული ურთიერთობით საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. დღეს კი, როდესაც ეს კომპანიები უკვე ასოციაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნებიან, ისინი ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებენ: ექნებათ წვდომა უფრო მეტ ახალგაზრდაზე, დაგეგმავენ მეტ ღონისძიებას და მათ კიდევ უფრო მეტ ტრენინგსა თუ პროგრამას შესთავაზებენ“, - ამბობს სულაბერიძე,
მისივე თქმით, საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესება საქართველოში მზარდია და ამ მიმართულებით უკვე დაახლოებით 12 000 ადამიანი სწავლობს. მისი თქმით, ახალგაზრდებს სექტორი მაღალი ანაზღაურების, ხარისხიანი სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობების გამო იზიდავს.
„ეს მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს. დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები, ზოგადად ამ სფეროში 12 000-მდე ადამიანი სწავლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ეს ციფრები მზარდია და ამას თავისი ახსნა აქვს. პირველი ის, რომ ადრე ამ მიმართულებაზე თუ ამბობდნენ, მომავლის პროფესიააო, ის უკვე აწმყო და დღევანდელობაა, რაც ახალგაზრდებს ძალიან იზიდავს. მათთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ სექტორში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ამასთანავე, მიზიდულობას განაპირობებს არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ მაღალკვალიფიციური და კარგი ხარისხის სამუშაო ადგილები. კარგ ხარისხში ვგულისხმობ იმას, რომ ამ კომპანიებში ისეთი გარემოა, სადაც თანამშრომლები თავს რომელიმე „ბოროტი კორპორაციის“ მსხვერპლად არ გრძნობენ. პირიქით, კომპანია მათზე ზრუნავს და ყველანაირად უწყობს ხელს, რათა ნაყოფიერად, ეფექტიანად იმუშაონ და, რაც ყველაზე მთავარია, განვითარდნენ. ამ ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია ხელშეწყობა, რათა იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ გლობალური დონის კომპანიებთან“, - აცხადებს სულაბერიძე.
მისი თქმით. დღეს უკვე არაერთი საერთაშორისო კომპანია ტექნოლოგიურ პროექტებს სწორედ საქართველოდან მართავს, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.