მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

აღმოაჩინეთ ბიზნეს 360° — საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის შესაძლებლობებს ქმნის

news image
mbc image

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ პლატფორმა ბიზნეს 360° ვითარდება – ეს საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცეა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კომპლექსურ მხარდაჭერას სთავაზობს.

რა არის ბიზნეს 360°?

ბიზნესკურსები, სექტორული კვლევები, ბიზნეს შეხვედრები და ტრენინგები, ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები - სწორედ ბიზნესისთვის აუცილებელ ყველა ამ რესურსს ერთიან, ინტეგრირებულ ეკოსისტემაში ბიზნეს 360°-ში აერთიანებს. 

განათლება და ანალიტიკა

ტრენინგებისა და კონსულტაციების გარეშე მცირე კომპანიებს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ურთულდებათ. ბიზნეს 360° ამ ბარიერს ბიზნესკურსების მეშვეობით პასუხობს. ციფრული არხი 60-ზე მეტ უფასო ონლაინ კურსს აერთიანებს - დაწყებული ფინანსების მართვითა და დაფინანსების მოპოვებით, დასრულებული ციფრული კომუნიკაციებითა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით. კურსები, რომლებსაც ქართველი პროფესიონალები უძღვებიან, ადგილობრივ კონტექსტზეა მორგებული და პრაქტიკულ რეკომენდაციებს აერთიანებს.

განათლების მიმართულება აქ არ სრულდება - საქართველოს ბანკი პლატფორმის დახმარებით მეწარმეებს სექტორულ კვლევებსა და ანგარიშებსაც უზიარებს. ამ მონაცემების საშუალებით, ბიზნესს შეუძლია, უკეთ გაიგოს ეკონომიკური ტენდენციები, შეაფასოს ბაზრის მდგომარეობა და მიიღოს ფაქტებზე დაფუძნებული, გააზრებული გადაწყვეტილებები.

მხარდაჭერა და სპეციალური პროგრამები

„ბიზნეს 360°“-ის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ინკლუზიურობაა. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე. ეს ინიციატივა ქალებს იდეიდან ბიზნესის განხორციელებამდე სრულფასოვან მხარდაჭერას, ინტენსიურ ვორკშოპებს, მენტორების დახმარებასა და გრანტის მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს. ამგვარი მიდგომით, ბანკი თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის როგორც რეგიონებში, ისე ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში.

შეთავაზებები

პლატფორმა პრაქტიკულია შეთავაზებების ერთიანი სივრცითაც. საქართველოს ბანკის პარტნიორების ფასდაკლებები და სპეციალური პირობები სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, აგრო ბიზნესისთვის, ვაჭრობისა თუ ინდ. მეწარმეებისთვის, მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და კომპანიებს მეტი წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ღონისძიებები და ნეთვორქინგი

პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია რეგულარულ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიებზეც, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ საკუთარი საჭიროებები დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან გააზიარონ. რეგულარული ვორკშოპები და მასშტაბური შეხვედრები კი საბოლოოდ თანამშრომლობის ქსელს ქმნის, რაც ხშირად მცირე ბიზნესის ზრდისთვის გადამწყვეტია.

ამგვარად, ბიზნეს 360°-ის დახმარებით, ბანკი უზრუნველყოფს, რომ ბიზნესები იყვნენ უფრო კომპეტენტურები, შეძლონ სწრაფი ზრდა და მეტ წარმატებას მიაღწიონ.

აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი შესაძლებლობები პლატფორმაზე business.360

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ეხმარება hiro კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაუმჯობესებაში

17.11.2026.12:00

hiro ადამიანური რესურსების მართვის სააგენტოა, რომელიც 2019 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს HR აუთსორსინგისა და ადამიანური რესურსების მართვის მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, HR აუთსორსინგზე მზარდ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს hiro-ს რეკრუტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ნინუცა ჭანტურიძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

hiro ადამიანური რესურსების მართვის სააგენტოა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კომპლექსურ HR მომსახურებას სთავაზობს.

ბაზარზე 2019 წლიდან ვოპერირებთ. ჩვენი მიდგომაა, ჯერ გავიგოთ კომპანიის მიზნები, სამუშაო კულტურა და საჭიროებები, შემდეგ კი შევთავაზოთ მის რეალობაზე მორგებული HR მხარდაჭერა. ეს შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლების მოძიებასა და შერჩევას, ახალი თანამშრომლების ადაპტაციას, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, უკუკავშირისა და შეფასების პროცესების ჩამოყალიბებას.

როგორია დღეს ქართულ ბაზარზე HR აუთსორსინგის მიმართ მოთხოვნა და ძირითადად რა ტიპის კომპანიები ინტერესდებიან თქვენი მომსახურებით? რა საჭიროებების გადაჭრაში ეხმარებით მათ?

ჩვენი გამოცდილებით, HR აუთსორსინგის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია დროისა და რესურსების დაზოგვა, პროფესიული მხარდაჭერის მიღება და ამოცანების სწრაფად შესრულება. ამასთან, ისინი აფასებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესთან მუშაობით დავაგროვეთ. ამიტომ ხშირად მოგვმართავენ როგორც კომპანიები, რომლებსაც საკუთარი HR გუნდი არ ჰყავთ, ისე ორგანიზაციები, რომლებსაც არსებული გუნდის გაძლიერება და დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

hiro-სთან თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროსა და მასშტაბის კომპანიები, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, საქმიანობის დაწყებიდან ბიზნესის გაფართოებამდე. ზოგისთვის პრიორიტეტი ვაკანსიების მოკლე დროში შევსება ან ახალი გუნდის დაკომპლექტებაა, სხვებისთვის კი ადამიანების მართვის პროცესების გაუმჯობესება, თანამშრომელთა განვითარება ან არსებული HR გუნდის მხარდაჭერა. 

ჩვენთან თანამშრომლობა კომპანიებს საშუალებას აძლევს, საჭიროების მიხედვით გადმოგვაბარონ კონკრეტული ამოცანები ან სრული HR მომსახურება. შედეგად, ხელმძღვანელებსა და შიდა გუნდებს მეტი დრო რჩებათ სხვა პრიორიტეტებსა და ბიზნესის განვითარებაზე სამუშაოდ.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

hiro-ს კონკურენტული უპირატესობა მრავალწლიანი გამოცდილება, ბიზნესის საჭიროებების სწორად გაგება და ინდივიდუალური მიდგომაა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობით დაგროვილი ცოდნა გვეხმარება, თითოეულ კომპანიას პრაქტიკული და მისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.

სწრაფად ვერთვებით საქმეში, ვინარჩუნებთ მუდმივ კომუნიკაციას და შეთანხმებულ ამოცანებს პასუხისმგებლობით ვასრულებთ. ჩვენთვის ნდობა სწორედ ამ ყოველდღიური მუშაობით იქმნება, როცა პარტნიორმა იცის, რას უნდა ელოდოს ჩვენგან, დროულად იღებს მხარდაჭერას და ხედავს შედეგს.

როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმები? იგეგმება თუ არა მომსახურების მიმართულებების გაფართოება, ახალი სერვისების დანერგვა ან ბაზარზე პოზიციების გაძლიერება?

ვგეგმავთ პრაქტიკული ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების შექმნას HR სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის. გვინდა, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ და დავეხმაროთ თანამშრომლების შერჩევის, მართვისა და განვითარების უნარების გაძლიერებაში.

ამასთან, ვგეგმავთ ხელოვნური ინტელექტის უფრო აქტიურად გამოყენებას ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად და პროცესების დასაჩქარებლად. ჩვენი მიზანია, კომპანიებს კიდევ უფრო სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ და მაქსიმალურად მოკლე დროში დავეხმაროთ გუნდების გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარებაში. 

ამ ნაბიჯებით ვგეგმავთ პარტნიორი კომპანიების წრის გაფართოებასა და ბაზარზე hiro-ს პოზიციების გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა