მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

კომპანია „როქი“ ფერმერთა უნივერსალური მომსახურების ცენტრის „აგრიქულას“ სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობს

news image
mbc image

აგრიქულაფერმერთა უნივერსალური მომსახურების ცენტრია, რომელიც 2021 წელს სადისტრიბუციო და მრავალპროფილური ვეტერინარული კომპანიაროქისმიერ შეიქმნა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის ფინანსურ მენეჯერს ანა ჭყონიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

როქისაქართველოს ვეტერინარულ სექტორში ლიდერი და ნოვატორი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ემსახურება ფერმერებსა და აგრარულ ბიზნესებს, ვეტერინარული მედიკამენტებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით, საკვებით, ტექნიკითა და კონსულტაციით. 2021 წელს კიროქმაფერმერის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სერვისცენტრი შექმნა - „აგრიქულა“.

სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში დღესაც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე - არათანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან პროდუქტზე, ცოდნის დეფიციტი, ტექნოლოგიური რესურსების სიმწირე და მრავალფეროვანი სერვისების არასრულყოფილად მიწოდება. ფერმერები ხშირად იძულებულნი არიან, სხვადასხვა საჭიროებისთვის ერთდროულად მიმართონ რამდენიმე ობიექტს რაც დროის, ხარისხისა და ფინანსური კუთხით მათთვის დამატებითი ტვირთია

ამ რეალობიდან გამომდინარე, კომპანიაროქმაგააცნობიერა, რომ საჭირო იყო გაერთიანებული, უნივერსალური პლატფორმის შექმნა, რომელიც მოერგებოდა ფერმერის რეალურ საჭიროებებს და არამხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნას, სერვისს და პარტნიორობასაც შესთავაზებდა.სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა „აგრიქულას“ დაბადება - სივრცის, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ტექნოლოგიას და ადამიანებზე ზრუნვას. 

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

აგრიქულააგრარული სერვისების მრავალპროფილური ცენტრი და შოურუმია, რომელიც აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რაც ფერმერს წარმატებული საქმიანობისთვის სჭირდება. ეს სივრცე არ არის მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის ადგილი - ეს არის ცოდნის, კონსულტაციის, ინოვაციისა და პარტნიორობის ჰაბი. სერვისები მოიცავს :

  • უფასო კონსულტაციები მემცენარეობასა და მეცხოველეობაში (ფიზიკურად და ონლაინ 24/7);
  • პირველადი დიაგნოსტიკური ლაბორატორია;
  • თანამედროვე ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის საშუალებები;
  • ძაღლისა და კატის მაღალი ხარისხის საკვები, ჰიგიენური და მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • საკვები და საკვებდანამატები, ინვენტარი, რძის საწველი და გადამამუშავებელი აპარატები;
  • ტრენინგ ცენტრი ფერმერის განათლებისთვის;
  • ქულების დაგროვების პროგრამა აქტიური მომხმარებლებისთვის. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

როქის“  ხედვა ეფუძნება ძლიერ რწმენას, რომ ფერმერი უნდა გახდეს დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული. კომპანიის მიზანია, ფერმერმა საკუთარი შრომით შექმნას სტაბილური შემოსავალი. ამ მიდგომის შედეგია  არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ფერმერის ყოველდღიურ განვითარებას ემსახურება.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა ფერმერის კეთილდღეობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ცოდნაზე დაფუძნებული პარტნიორობაა. ინოვაციური მიდგომები იქმნება რეალურ საჭიროებებზე დაკვირვებით და მუდმივი მხარდაჭერის სისტემით, რაც ფერმერს აძლევს საშუალებას, მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას დაუკავშირდეს და საკუთარი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანოს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიაროქიგანაგრძობსაგრიქულასმომსახურების სისტემის გაუმჯობესებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას. უკვე ფუნქციონირებს ფილიალი ქუთაისში, რომელიც ემსახურება დასავლეთ საქართველოს ფერმერებს და უზრუნველყოფს სერვისების მაღალი სტანდარტით მიწოდებას რეგიონშიც.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა ვეტ-კონსულტანტების მონაწილეობით ტრენინგების ორგანიზება. კომპანია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით რეგულარულად მართავს საგანმანათლებლო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში, რაც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოონ ცოდნა და გამოიყენონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარ საქმიანობაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული არხების განვითარებას. ვებ-საიტის https://www.agricula.ge/ka მეშვეობით, ფერმერებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ საჭირო პროდუქცია და  მიიღონ დროულად, უსაფრთხოდ და მაღალი ხარისხის მიწოდებით. აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ფერმერისთვის, რათა ეფექტურად მართონ თავიანთი რესურსები და მიიღონ სრულყოფილი სერვისი დისტანციურ რეჟიმში. 

ცნობისთვის, "აგრიქულას" სერვის ცენტრი მდებარეობს თბილისში, სამგორის მეტროს მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის გამზ. №77 ნომერში. ფიზიკური სივრცის გარდა, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაც, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მათ მომსახურებას. ვებ-საიტის მეშვეობით ფერმერებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ საჭირო პროდუქცია - ვეტერინარული მედიკამენტები, საკვები, ტექნიკა და სხვა. მიწოდება  ხდება დროულად და უსაფრთხოდ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა