ახალი კვების სივრცე და გაფართოებული მომსახურება - რა სიახლეებს სთავაზობს „რანჩო პალომინო“ მომხმარებელს
Palomino Ranch • რანჩო პალომინო, რომელიც მომხმარებლებს საცხენოსნო ტურებსა და ბუნებაში აქტიური დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს, მომსახურების გაფართოებას აგრძელებს. რანჩომ ტერიტორიაზე კვების ობიექტი დაამატა,- ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლაშა გაგოიძემ განუცხადა.
„მთავარი სიახლე არის ის რომ საცხენოსნო ტურებთან ერთად კვების ობიექტიც დავამატეთ. თუ აქამდე მომხმარებლებს მხოლოდ საცხენოსნო გამოცდილებას ვთავაზობდით, ახლა მათ ადგილზე კვების სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ, რაც ვიზიტს უფრო კომფორტულს ხდის. ასევე გავაფართოვეთ მოსასვენებელი სივრცეები, რათა სტუმრებმა დრო უფრო სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
გარდა ამისა, მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი მარშრუტიც დავამატეთ. აქამდე მომხმარებლებს 1-საათიანი, 2-საათიანი და 4-საათიანი საცხენოსნო ტურების არჩევა შეეძლოთ, ახლა კი მათთვის ხელმისაწვდომია 6-საათიანი მარშრუტიც“,- აცხადებს ლაშა გაგოიძე.
კომპანიის სერვისებისადმი მოთხოვნა და ინტერესი სტაბილურად მზარდია.
„წელი საკმაოდ წარმატებით დაიწყო. პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 130%-იანი ზრდა გვქონდა. თუმცა მოგვიანებით რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ირანსა და ისრაელთან დაკავშირებულმა ვითარებამ და ფრენების შეზღუდვამ, გარკვეული გავლენა მოახდინა ტურისტულ ნაკადებზე. შედეგად, შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.
მიუხედავად ამისა, ივნისიდან ამ ბაზრებიდან მოთხოვნა კვლავ გააქტიურდა. პარალელურად, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა ევროპელი ვიზიტორების რაოდენობაც. დადებითი ტენდენცია ფიქსირდება ადგილობრივი მომხმარებლების მიმართულებითაც. ახალი კვების ობიექტის დამატების შემდეგ, მომხმარებლები ჩვენთან მხოლოდ საცხენოსნო ტურებისთვის აღარ მოდიან - იზრდება ინტერესი სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის დაბადების დღეებისა და კერძო შეკრებების გამართვის მიმართ. არსებული ინფრასტრუქტურა გვაძლევს შესაძლებლობას, შედარებით დიდი ჯგუფებიც მივიღოთ“,- ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„რანჩო პალომინო“ სამომავლოდ მომხმარებლისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გეგმავს.
„წელს მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გარემოს უსაფრთხოებასა და სივრცის კიდევ უფრო გალამაზებაზე გვექნება, რათა სტუმრებისთვის უფრო კომფორტული გარემო შევქმნათ.
გეგმაში გვაქვს საბავშვო სივრცის მოწყობაც, რაც კომპლექსს უფრო მიმზიდველს გახდის როგორც ბავშვიანი ოჯახებისთვის, ისე სხვა ვიზიტორებისთვის. ასევე ვმუშაობთ დამატებითი გასართობი აქტივობების დანერგვაზე. ერთ-ერთი პროექტი 100 მეტრიანი zip line-ის მოწყობაა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ“,- აღნიშნავს ლაშა გაგოიძე.
ინფორმაციისთვის, ობიექტი თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარეობს. რანჩო სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ადგილობრივი თუშური ჯიშის ცხენებს, რომლებიც თავისი გრაციოზულობითა და გამძლეობით არიან ცნობილები.
ადგილზე მოქმედებს საცხენოსნო სკოლა, სადაც სწავლება ინოვაციური მეთოდებით მიმდინარეობს.
„პალომინო რანჩოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიურობაა. გარემო სრულად არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სრულფასოვნად ჩაერთონ რანჩოს ცხოვრებაში.
სხვა სიახლეები
N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია
14.07.2026.20:15
„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.
„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.
როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellf
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ
http://cellfie.ge;ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე. [ლინკი ვიდეოზე]
მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში.
საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ — აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.