ახალი პარტნიორობა - მიკრობანკი კრისტალი და ანდერსენ ჯორჯია მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე თანამშრომლობენ
ანდერსენ ჯორჯიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის პროფესიულ მხარდაჭერას, ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნის ხელმისაწვდომობის ზრდას და მცირე ბიზნესის ოპერირების ხარისხის გაუმჯობესებას.
მემორანდუმს ხელი კრისტალის ლიზინგის დირექტორმა, კახა გაბესკირიამ და ანდერსენ ჯორჯიას დირექტორმა და უფროსმა პარტნიორმა, გიორგი სვანაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ანდერსენ ჯორჯია კრისტალის მეწარმე კლიენტებს უსასყიდლოდ გაუწევს მხარდაჭერას.
დოკუმენტი მოიცავს ერთობლივ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებს, რომლებიც კრისტალის მეწარმე კლიენტებისთვის ცოდნასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააძლიერებს. თანამშრომლობა გულისხმობს ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ჩატარებას, ასევე ინდივიდუალურ ონლაინ კონსულტაციებს იურიდიულ და საგადასახადო თემებზე.
მემორანდუმის ფარგლებში კრისტალის მეწარმე მომხმარებლები მიიღებენ ორი ძირითადი ტიპის მხარდაჭერას:
საგანმანათლებლო ტრენინგებს, მათ შორის სემინარების, ტრენინგებისა და ვორკშოპებს, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური შეხვედრების ფორმატში. ასევე, 1.5 საათიან ონლაინ საკონსულტაციო სესიას, სადაც ანდერსენის ექსპერტები განიხილავენ მათთვის აქტუალურ იურიდიულ და საგადასახადო საკითხებს, დაეხმარებიან რისკების შეფასებასა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას.
როგორც კრისტალის ლიზინგის დირექტორი კახა გაბესკირია აღნიშნავს: „ანდერსენ ჯორჯიასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს SME მომხმარებლებს ისეთი საკონსულტაციო სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის მაღალი დონის იურიდიული და საგადასახადო ექსპერტიზაზე ხელმისაწვდომობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითრებას და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა სრულად შეესაბამება კრისტალის მისიას - მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, კაპიტალით, ცოდნითა და უნარების გაძლერებით, რათა მათ მიეცეთ გაუმჯობესებული შესაძლებლობა ზრდისთვის. ჩვენი მომხმარებლების გაძლერებით ძლერედება ჩვენი კომპანიაც და ერთად შეგვაქვს წვლილი ჩვენი ქვეყანის ეკონომიკის გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, ანდერსენ ჯორჯიასთან პარტნიორობას განვიხილავთ როგორც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს მდგრადი და კონკურენტული მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.“
ანდერსენ ჯორჯიას დირექტორისა და უფროსი პარტნიორის, გიორგი სვანაძის, თქმით: „მიკრობანკ კრისტალსა და ანდერსენ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არის ახალი განაცხადი საკონსულტაციო და ფინანსური სექტორის თანამშრომლობისა. აღნიშნული საშულებას აძლევს ბიზნესს მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობით, რათა სწორად შეფასდეს მოსალოდნელი რისკები და შედეგები. ჩვენი მიზანია, საქართველოში თითოეულ რეგიონში მყოფ ბიზნესს საშუალება ჰქონდეს მიეწოდოს ხარისხიანი საგადასახადო თუ იურიდიული მომსახურება შესაბამისი ფინანსური და სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, რამეთუ ხშირად ბიზნესის განვითარება სწორედ ამ გადაწყვეტილებების სისწორეზეა დამოკიდებული. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც ხშირად არ აქვს შესაძლებლობა სათანადოდ შეაფასოს გადაწყვეტილებების სამართლებრივი თუ საგადასახადო შესაბამისობა. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი მეტყველებს, ჩვენს საერთო მისწრაფებაზე ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.“
ანდერსენ ჯორჯია — Andersen Global-ის წევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ, საგადასახადო, ფინანსურ, საბუღალტრო, ბიზნეს საკონსულტაციოდა სხვა სახის მომსახურებებს. კომპანიას აქვს იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება სამეწარმეო სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტის, საარბიტრაჟო, საფინანსო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და სხვა მიმართულებით. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგადასახადო დაგეგმვას, ფინანსურ და ბუღალტრულ, ასევე HR მომსახურებას. ანდერსენის გლობალური ქსელი შესაძლებლობას იძლევა მარტივად და სწრაფად გაუწიოს კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია
14.07.2026.20:15
„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.
„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.
როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellf
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ
http://cellfie.ge;ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე. [ლინკი ვიდეოზე]
მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში.
საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ — აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.