ახალი პროექტები და სტრატეგიული განვითარება - როგორ აყალიბებს INCENDIO EVENTS-ი ინდუსტრიის ახალ რეალობას
ბოლო თვეებში INCENDIO EVENTS-მა აქტიურად გააფართოვა საქმიანობის მასშტაბი და სერვისების სპექტრი. კომპანიის პორტფელში დაემატა, როგორც კორპორატიული, ისე თემატური და სოციალური ღონისძიებები. წარმატებით განხორციელდა არაერთი პროექტი, სადაც ყურადღება გამახვილდა ემოციურ დიზაინსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ კონცეფციებზე , - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს კომპანიის თანადამფუძნებელმა თიკო სიხარულიძემ განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
აქტიური სეზონის მიუხედავად ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რომ შექმნას ეკოსისტემა, სადაც დიზაინი, ტექნოლოგია და სცენოგრაფია უპასუხებს იმ კონცეფციას, რომელიც ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მულტიფუნქციური სივრცის პროექტზე, რომელიც უმასპინძლებს, როგორც თემატურ, ისე სოციალურ და კორპორატიულ ღონისძიებებს.
ეს სივრცე იქნება მარტივი, მაგრამ ინოვაციური სტრუქტურის მქონე, სადაც თითოეული ელემენტი შექმნილია მოქნილობისა და პერსონალიზაციისთვის. ამ ეტაპზე კონცეფცია მუშავდება, სადაც ძირითადი დეტალებია მოდულური სცენა, ინტეგრირებული ტექნოლოგიური სისტემა, დიზაინის კუსტმიზაცია და ინტერაქტიული სივრცეები.
ჩვენი მიზანია სივრცე ადაპტირდეს კონცეფციის მიხედვით - კონფერენციიდან მუსიკალურ შოუსა თუ ქორწილამდე.
რაც შეეხება ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სისტემას - გარდა განათება-ხმოვანებისა აქ ვმუშაობთ სხვა ვიზუალური ეფექტების განვითარებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მულტისენსორული გამოცდილება.
ამრიგად, ვფიქრობთ, რომ ეს სივრცე თავად შექმნის გამოცდილებას, იმოქმედებს ემოციაზე და ყველა ღონისძიებას გახდის შთამბეჭდავს, უნიკალურსა და დასამახსოვრებელს.
რამდენად მზარდია მოთხოვნა და ინტერესი?
გლობალური მონაცემებით, ივენთ ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება საშუალოდ 8–10%-ით. საქართველოში ჯერ ეს ტემპი არ შეინიშნება, თუმცა ბოლო პერიოდში ღონისძიებების სექტორი აშკარად დინამიურად ვითარდება. თუ წარსულში ფოკუსი იყო მხოლოდ ქორწილებსა და კერძო იუბილეებზე, დღეს ბაზარი ბევრად მრავალფეროვანია და მოიცავს ბრენდულ პრეზენტაციებს, ფესტივალებს, კონფერენციებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ღონისძიებებს. ამას ადასტურებს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლების გაზრდილი ინტერესიც. ტურიზმის მზარდი მაჩვენებელი ამ შემთხვევაში პირდაპირპროპორციულად აისახება ინდუსტრიის ზრდის ტემპთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის ზაფხულში უცხოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 25%-ით წინა წელთან შედარებით, რაც პირდაპირ აისახა ღონისძიებებისა და ივენთ-სერვისების მოთხოვნაზეც.
განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება ე.წ. destination events-ზე, ანუ იმ შემთხვევებზე, როცა უცხოელი სტუმრები საქართველოში ჩამოდიან ქორწილების, ბიზნეს ფორუმების ან კულტურული ფესტივალების მოსაწყობად.
ამ ტენდენციამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა სრული ღონისძიების დაგეგმვა, დეკორაცია, სივრცის დიზაინი და სტუმრების მენეჯმენტი, რაც სწორედ INCENDIO EVENTS -ის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.
აღსანიშნავია ქართველი მომხმარებლის ქცევის ცვლილებაც. თუ ადრე მთავარი იყო ვიზუალური ეფექტი, ახლა ყურადღებას აქცევენ კონცეპტუალურ იდეას, თემატურობას, მაღალი ხარისხის ტექნიკურ შესრულებასა და სტუმრებისთვის ახალი განცდის შექმნას.
განსაკუთრებით სენსიტიური კი 25–40 წლის ასაკობრივი სეგმენტია - გაიზარდა მოთხოვნა „გამოცდილებაზე დაფუძნებულ ღონისძიებებზე“, სადაც თითოეულ დეტალს თავისი ნარატივი აქვს.
და აუცილებლად აღსანიშნია ბიზნეს სექტორის გააქტიურება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა კომპანიების მხრიდან ღონისძიებებში ინვესტირების ზრდაა. ბრენდები აცნობიერებენ, რომ სწორად დაგეგმილი ღონისძიება კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი არხია, არა მხოლოდ ერთჯერადი პიარი, არამედ ბრენდის იმიჯის ნაწილი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი ხედვა და მისია სამომავლო პერსპექტივაში ერთია INCENDIO EVENTS -ი გახდეს პლატფორმა, რომელიც ქმნის გამოცდილებებს და აერთიანებს ადამიანებს ემოციითა და ესთეტიკით.
მულტიფუნქციური სივრცის პროექტი ცხადია მთავარი გეგმაა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რათა თითოეული დეტალი სრულად შეესაბამებოდეს INCENDIO EVENTS -ის სტანდარტებს - დიზაინი, ტექნოლოგია და სცენოგრაფია, რომ კონცეფციასთან სრულ ჰარმონიაში იყოს. პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, ამიტომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებით პარტნიორებისა და ინვესტიციების აქტიური მოძიება.
შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ საახალწლო პერიოდში წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობის ზრდას ველოდებით, რაც საშუალებას მოგვცემს პროცესის პირობებში განვსაზღვროთ ფუნქციონალური შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ შევაფასოთ მომხმარებლის საჭიროება და მოთხოვნა საღონისძიებო სექტორთან მიმართებით.
ამრიგად, ვაგრძელებთ მუშაობას, დიდი და პატარა პროექტების მიმართულებით და ვაკვირდებით ცვლადებს, როგორიცაა ბაზრის ზრდა, ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლების დაინტერესება, ტურიზმის დინამიკა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ხარისხი და შევქმნათ ბრენდისთვის დამახასიათებელი, უნიკალური გამოცდილება, რომელიც დარჩება ყველა მომხმარებლის მეხსიერებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
14.05.2026.18:12
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.
ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.
პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.
სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:
• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი
საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.