მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

„ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, შრომა აუცილებლად ფასდება“ - რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

news image
mbc image

განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის შეიქმნა და უკვე 350-ზე მეტ სტუდენტს მისცა სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი წლევანდელი სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს:

„დიზაინი ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, ყოველთვის მიყვარდა კრეატიული sanbox თამაშები: Minecraft, Sims, სადაც შემეძლო მეკეთებინა ის, რაც ჩემს გულს გაუხარდებოდა. ხატვაც ყოველთვის მიყვარდა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი პროფესიის არჩევაში. სამომავლოდ მინდა, რეალობად ვაქციო ის იდეები, რომლებზეც ბავშვობიდანვე ვფიქრობ“.

რეზო გვიყვება, რომ სტიპენდია მხოლოდ დაფინანსების მოპოვება არ არის და ახლა უფრო დიდი მოტივაციით განაგრძობს სწავლას:

,,ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, დიზაინის პროექტებსა და მეცადინეობაში გათენებული ღამეების დაფასებაა. ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად ფასდება. მთავარ ⁠⁠მოტივაციას მაძლევს სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი უნარები. მინდა, ყოველ ჩემს ნაბიჯს მოჰყვეს შემდეგი, და ამისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების ძიება“

რეზომ საკუთარი გამოცდილება და რჩევები მომავალ კონკურსანტებსაც გაუზიარა:

„კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი სამოტივაციო წერილია, რომელიც მთელი გულით დავწერე, გულწრფელად ვილაპარაკე ჩემს მიზნებზე. სხვებსაც ვურჩევდი, რომ, უპირველესად, გულწრფელები იყვნენ. არ არსებობს სწორი ფორმულა, არსებობს შენი ისტორია, მოტივაცია და სურვილი. არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის წარმოჩენის და უნდა დააფასო გზა, რომელიც გამოიარე. ყველაზე მთავარი მაინც მცდელობაა, თვითონ მცდელობაც კი უკვე წინსვლაა და გეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში“

თუ შენც გინდა აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე არ გაჩერდე განათლების გზაზე და აუცილებლად სცადე ბედი. დაათვალიერე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა