მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

news image

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და Bდან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა

ალდაგის საკრედიტო რეიტინგი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე (BB) მაღალია 

AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო და საწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

„AM Best იმედოვნებს, რომ ალდაგი შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით, რომელიც იზომება Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტით (BCAR),“ - წერს სააგენტო. 

რეიტინგის გაუმჯობესებით ალდაგი გადავიდა  Investment Grade საფეხურზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგი საერთაშორისო ბაზარზე სანდო პარტნიორია.

მოხარული ვართ, რომ ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი, ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიცაა AM Best,  კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი B+_ით განისაზღვრა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb- _ით. ეს არის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი, დიდი, წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ადასტურებს ალდაგის ლიდერ პოზიციებს და ხაზს უსავმს, რომ არის სანდო პარტნიორი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. რეიტინგების გაუმჯობესება ნათლად გამოხატავს ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას, ეფექტიან მენეჯმენტს და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს,” - გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;

ალდაგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან, როგორებიცაა: Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

AM Best-ის შესახებ:

AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზიდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.

ალდაგის შესახებ:

ალდაგი 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2024 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 100 000- ზე მეტი დაზღვეული მომხმარებლით და 30%-იანი ბაზრის წილით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო

11.05.2026.18:13

პროკრედიტ ბანკი მაისის თვეში ვადიან ანაბრებზე განსაკუთრებულ პირობებს აცხადებს, მომხმარებლები, რომლებიც გადმოიტანენ ანაბარს სხვა ბანკიდან ან გახსნიან ახალ ანაბარს +1%-მდე მეტ სარგებელს მიიღებენ. 

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსოს დანაზოგი და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.

აქციით სარგებლობა მარტივია: შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22. 

მეტი ინფორმაციისთვის, გადმოწერე მობაილ ბანკი ან ეწვიე საიტს: 

www.procreditbank.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა