„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შესთავაზებს რეგიონს მაღალი ხარისხის ურბანულ გარემოს, მდგრადი ეკოსისტემით - ARUP
„ამბასადორი აილენდ ბათუმი" გლობალურ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის. Arup-თან სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად არქიტექტურულ ხედვას და ბუნებრივ შერწყმას ბათუმის ლანდშაფტთან. Arup დღეისათვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 95 ოფისით ოპერირებს და 19,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. როგორც Arup-ის არქიტექტორი და ასოცირებული დირექტორი განმარტავს, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი უახლოეს მომავალში ახალი ურბანული განვითარების პერსპექტიულ ცენტრს შექმნის.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შესთავაზებს რეგიონს მაღალი ხარისხის ურბანულ გარემოს, მდგრადი ეკოსისტემით, რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი პოტენციალი გახდეს ახალი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რადგან ეს იქნება პირველი მასშტაბური ხელოვნური კუნძული შავი ზღვის რეგიონში, რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელებისთვის, თუმცა პირველ რიგში იგი ბათუმის მოქალაქეებისთვისაა შექმნილი.”- Arup-ის არქიტექტორი და ასოცირებული დირექტორი, ალევ ჩაქმაქი.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში Arup-მა ჭკვიანი ქალაქის კონცეფციაზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის პოტენციალი სრულად ათვისებული იქნება.
„პროექტის გენერალური გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკომეგობრულ ტრანსპორტსა და ინოვაციურ სატრანსპორტო გადაწყვეტებს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ზღვის ტაქსებისა და საჰაერო ტაქსების დანერგვის შესაძლებლობა,”- მუსტაფა აი, Arup-ის უფროსი ურბანისტი.
როგორც Arup-ის ენერგეტიკისა და ენერგო და წყლის რესურსების პორტფელის ხელმძღვანელი ემინე კაზანჩი აღნიშნავს პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების სტრატეგიის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებია: დეკარბონიზაცია, რომელიც მოიცავს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას, მდგრად გათბობა-გაგრილების სისტემებს, ასევე თბოიზოლაციას; ნარჩენების სრული მართვა და „ლურჯ-მწვანე“ ინფრასტრუქტურის შექმნა.
ამბასადორის კუნძულის პროექტის ინოვაციური ხედვისა და მდგრადი მიდგომების რეალიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანია Arup, რომლის მრავალფეროვანი პორტფოლიო გლობალურ მასშტაბზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: სიდნეის ოპერის სახლი (ავსტრალია), მარინა ბეი სენდსი (სინგაპური), პეკინის ეროვნული სტადიონი (ჩინეთი), ვერტიკალური ტყე (იტალია), სამარყანდის აბრეშუმის გზის ტურისტული ცენტრი (უზბეკეთი), კონიას ტროპიკული პეპლების ბაღი (თურქეთი) და ტაშკენტის სასტუმრო "ჰილტონი" (უზბეკეთი).
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.