მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

არ დაკარგო წლები - აირჩიე Skillwill-ის კოლეჯი და დაიწყე წარმატებული კარიერა დღესვე

news image
mbc image

დღეს ტრადიციული უმაღლესი განათლება აღარ არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ. ხშირად ეს დროში გაწელილი პროცესია, რომელიც შედეგს არც მოკლე ვადაში იძლევა და არც რეალურ საჭიროებებზეა ყოველთვის მორგებული. შენ კი შეგიძლია, დღესვე აირჩიო ალტერნატივა, რომელიც მოგცემს ცოდნას, პრაქტიკას და დასაქმების რეალურ შანსს სულ რაღაც რამდენიმე თვეში.

პროფესიული განათლება, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს

Skillwill-ის კოლეჯი შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ ახალგაზრდებსა და ნებისმიერ მოტივირებულ ადამიანს შესთავაზოს მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული განათლება. ეს არის სწავლის მოდელი, რომელიც ეფუძნება რეალურ პრაქტიკას და სწორედ იმ უნარების განვითარებას, რომლებიც დღეს არის საჭირო დასაქმებისთვის.

Skillwill-ის კოლეჯში მოსახვედრად არ გჭირდება გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულები. საკმარისია მხოლოდ სკოლის ატესტატი და მოტივაცია. კოლეჯის კარი ღიაა ყველასთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის და სურს დაეუფლოს იმ პროფესიას, რომელიც სტაბილურ მომავალს, რეალურ ცოდნასა და მაღალ შემოსავალს განაპირობებს.

დარეგისტრირდი დღესვე  https://forms.gle/gHozmNdYR61LK6cv5

ნუ დაკარგავ დროს - დაიწყე მოქმედება დღესვე

სანამ სხვები წლების განმავლობაში ზოგად თეორიებს სწავლობენ ძვირადღირებულ სასწავლებლებში, შენ შეგიძლია:

  • ისწავლო 100 % სახელმწიფო დაფინანსებით
  • რამდენიმე თვეში აითვისო მოთხოვნადი პროფესია
  • მიიღო პრაქტიკული გამოცდილება
  • დასაქმდე

დარეგისტრირდი დღესვე  https://forms.gle/gHozmNdYR61LK6cv5

ევროპული გამოცდილება ქართულ რეალობაში

გერმანიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში პროფესიული განათლება ხშირად უნივერსიტეტთან შედარებით უფრო მეტად სანდო და ეფექტურ ვარიანტად მიიჩნევა. ეს მოდელი უკვე წლებია, წარმატებით მუშაობს როგორც სტუდენტებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის.

Skillwill-ის კოლეჯი საქართველოში ამ ევროპული მოდელის ანალოგია - პრაქტიკული ცოდნა, თანამედროვე გარემო, ინდუსტრიულ საჭიროებებზე მორგებული კურსები და მომზადება რეალური დასაქმებისთვის.

დარეგისტრირდი დღესვე  https://forms.gle/gHozmNdYR61LK6cv5

სწავლის პირობები, პროგრამები და შესაძლებლობები

Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს როგორც ბათუმში (პეტრე ბაგრატიონის N129), ასევე, თბილისში (მეტრო ავლაბართან, ნიკიფორე ირბახის N17). ორივე სივრცე გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით - ტექნოლოგიურად აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო სივრცეები, კაფეტერია, რეკრეაციული ზონები.

რა პროფესიებს გთავაზობთ Skillwill-ის კოლეჯი?

2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის Skillwill-ის კოლეჯში ხელმისაწვდომი იქნება

Front-End დეველოპმენტის პროგრამა - 11-თვიანი კურსი, რომელიც

ფოკუსირებულია HTML, CSS, JavaScript და React ტექნოლოგიებზე და

სტუდენტებს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და ფუნქციონალის

დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

სექტემბრიდან კი თბილისში გაიხსნება Skillwill-ის კოლეჯი, სადაც სტუდენტებს

ხუთ პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა, მათ შორის -Front-End დეველოპმენტზეც.

კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიმართულებები:

  • Front-End-Development  (თბილისსა და ბათუმში) — ციფრული პროდუქტების შექმნა HTML, CSS, JavaScript და React-ის გამოყენებით.  (11 თვე)
  • გრაფიკული დიზაინი — ვიზუალური კომუნიკაცია და დიზაინი Adobe Photoshop, Illustrator და Figma-ს მეშვეობით. (12 თვე)
  • კომპიუტერული ქსელ და სისტემები — ქსელური ინფრასტრუქტურა, სერვერების ადმინისტრირება, IT უსაფრთხოება. (15 თვე)
  • ბუღალტრული აღრიცხვა — ფინანსური ადმინისტრირების საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია. (14 თვე)
  • აღმზრდელი — ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები და პედაგოგიური პრაქტიკა. (21 თვე)

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი, რომელიც

სრულფასოვნად მოქმედებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო

მასშტაბით. ყველა პროგრამა მოიცავს რბილი უნარების განვითარებას, კემბრიჯის

უნივერსიტეტის პროგრამით ინგლისური ენის სწავლებას და სტარტაპის მოდულს, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ აქციონ იდეა წარმატებულ ბიზნესად.

დარეგისტრირდი დღესვე  https://forms.gle/gHozmNdYR61LK6cv5

 

Skillwill-ის კოლეჯში არ დაგხვდება:

  • სავალდებულო საგნები, რომლებსაც შენს პროფესიასთან კავშირი არ აქვს
  • წლობით ლოდინი გაურკვეველი შედეგისათვის.

ამის ნაცვლად, აქ დახვდება მხოლოდ ის, რაც რეალურად გჭირდება:

  • პრაქტიკული ცოდნა
  • კონკრეტული პროფესია
  • დასაქმების რეალური შანსი 

წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია

დარეგისტრირდი დღესვე  https://forms.gle/gHozmNdYR61LK6cv5

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ, რაც უფრო ადრე გაივლი რეგისტრაციას, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, დაეუფლო სასურველ პროგრამას.

დარეგისტრირდი დღესვე  https://forms.gle/gHozmNdYR61LK6cv5

Skillwill-ის კოლეჯი - განათლება, რომელიც მორგებულია შენზე და შენს მომავალზე.
სივრცე, სადაც ალტერნატივა ნიშნავს არა კომპრომისს, არამედ ჭკვიანურ, სწორ და დროულ გადაწყვეტილებას.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა