მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

არქი ბიზნეს პარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს „გრანდ ავენიუს“ ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის ცნობილ სპორტსმენ გიორგი მამარდაშვილს, კომპანიაში წილი 1 ლარად გადაეცათ და მათინვესტიციის ვალდებულება არ აქვთ, რაც არ შეესაბამება რეალობას.

სიმბოლურად, 1 ლარად დარეგისტრირებული წილი არ წარმოადგენს ინვესტიციის მოცულობას. ეს არის მიღებული სამართლებრივი ფორმა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას გამოიყენება და რომლის მიხედვითაც ყველა პარტნიორს წილი ერთნაირი პირობით აქვს მიღებული, მათ შორის თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას კომპანიას, მენი ბენიშს, ილია წულაიას და სხვა მეწილეებს.

ამასთან, თითოეულ პარტნიორს აქვს აღებული ვალდებულება, რომ პროექტში განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია საკუთარი წილის პროპორციულად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს რომელიმე პარტნიორის სრული ინვესტიცია მხოლოდ „1 ლარია“, წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას, რასაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„გრანდ ავენიუს“ პროექტში ცნობილი სპორტსმენებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ნდობას „არქის“ მიმართ და მზადყოფნას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი

16.09.2026.01:28

მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.

„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.

უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.

მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა