ასორტიმენტს დავამატეთ მამაკაცის ხაზი - "ქართული ორნამენტი"
„ქართული ორნამენტი“ აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ეთნოგრაფიულ ორნამენტებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნის. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ქართული ორნამენტის“ წარმომადგენელს ინა სოხაძეს ესაუბრა.
“სულ ახლახანს დავამატეთ მამაკაცის ხაზი - ყელსახვევები და პიჯაკის ცხვირსახოცები. თითოეული მათგანი დამზადებულია ჩვენი ბრენდის პრინტით და წარმოდგენილია ოთხ განსხვავებულ ფერში.
გარდა ამისა, ქართულ თემატიკაზე გვაქვს ახალი ტიპის დიზაინები, რომლებიც სიუჟეტურად და თემატიკურად კვლავ ერგება ორნამენტის ძირითად ხაზს, თუმცა განსხვავებულია ფერებითა და პრინტებით. ასევე დავიწყეთ ახალი პროექტი - „მოგზაურობა შარფით“, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ კოლაბორაციებს სხვადასხვა ქვეყნებთან და მუზეუმებთან. უკვე შევქმენით ახალი ბერძნული სტილის პრინტები აკროპოლისის მუზეუმთან თანამშრომლობით, მათ შორის სამი განსხვავებული დიზაინი.

ასევე გვაქვს ეგვიპტური პრინტი, რომელიც ჩვენს ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად შეიქმნა დამოუკიდებლად, პარტნიორობის გარეშე. ეტაპობრივად დაემატება სხვა ქვეყნების კულტურებზე შექმნილი დიზაინებიც, მათ შორის ინდური მანდალა, პორტუგალიური აზულეჟუ, იტალიური სტილის ორნამენტი და სხვა. ჩვენი მიზანია, რომ თანდათანობით მოვიცვათ სხვადასხვა ქვეყნების ძირითადი კულტურული მახასიათებლები ორნამენტების სახით. ჩვენი ბრენდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ ბიზნეს მოდელზე, ჩვენ ვართ სოციალური საწარმოს ტიპის ინიციატივა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია კულტურის პოპულარიზაცია. ჩვენი დევიზია: მეტი ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და შესაბამისად გვინდა რომ თანდათანობით მოვიცვათ სხვადასხვა ქვეყნები “, - ამბობს ინა სოხაძე.
ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა და ინეტესი სტაბილურად მაღალია, როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელების მხრიდან.
„ქართული ხაზი საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, როგორც უცხოელი მომხმარებლების, ასევე ადგილობრივი მყიდველების მხრიდან. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სამ კატეგორიად იყოფა:
კომპანია ამჟამად საიტის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რომელიც უახლოეს პერიოდში მზად იქნება.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ვებგვერდის გაუმჯობესებაზე. ის უკვე ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის და შეიძლება დათვალიერება, თუმცა ამჟამად ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია. მიმდინარეობს პროდუქციის დამატება. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველაფერი დასრულდება და სრულად ფუნქციონალური გახდება.
ჩვენი მთავარი ფოკუსია საერთაშორისო გაყიდვები, რადგან უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ორნამენტების თემატური წარმოჩენა. სწორედ ამ მიმართულებით გვსურს გააქტიურება. პირველ ეტაპზე ევროპაზე ვართ ორიენტირებულნი და მას შემდეგ, რაც ევროპის ბაზარს მოვიცავთ, ვგეგმავთ განვითარებას ამერიკის მიმართულებით “, - აცხადებს ინა სოხაძე.
ცნობისთვის, პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით იქმნება. „ქართული ორნამენტი“ 100%-ით ქართულია.
სხვა სიახლეები
GPR Nuts საექსპორტო არეალს აფართოებს - შემდეგი მიმართულება აზიის ბაზარია
16.07.2026.18:00
GPR Nuts-ი ქართული თხილის საექსპორტო არეალის გაფართოებას აგრძელებს. სკანდინავიის ბაზარზე წარმატებული შესვლის შემდეგ, კომპანია ახალი სეზონიდან აზიის მიმართულებით ექსპორტის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განუცხადა.
რა არის GPR Nuts-ის მთავარი სიახლეები ამ ეტაპზე და რა მიმართულებებზეა კომპანია დღეს ორიენტირებული?
მიმდინარე თხილის სეზონი არაერთი გამოწვევით გამოირჩეოდა. თურქეთში, რომელიც მსოფლიოში თხილის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, მოსავლის სიმცირემ და ხარისხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა საექსპორტო ფასების ზრდა გამოიწვია. შედეგად, გლობალურ ბაზარზე თხილზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ქართული თხილი, თურქულთან შედარებით უფრო კონკურენტული ფასის გამო, კვლავ მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა. ფაქტობრივად, 2025 წლის ქართული თხილის თითქმის მთელი მოსავალი უკვე ექსპორტირებულია, მაშინ როდესაც თურქეთში გასული სეზონის მოსავლის ნაწილი კვლავ გაუყიდავია.
როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონს როგორც მოსავლის, ისე მოთხოვნის კუთხით? რომელ ბაზრებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი ინტერესი ქართული თხილის მიმართ?
ახალ 2026 წლის მოსავლზე მოლოდინები ხარისხისა და რაოდენობის კუთხით დამაიმედებელია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ძირითადად ყველა მწარმოებელ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც. გამომდინარე აქედან, ფასის მეტად დასტაბილურებას ველოდებით. მთავარია ივლისის თვეში გარემო პირობებმა არ გააუარესოს თხილის ხარისხი და ასევე მოსავლის აღების პერიოდში მოხერხდეს მოსავლის სწორად დაბინავება, მისი დროული კრეფა, შრობა და დასაწყობება.
გაფართოვდა თუ არა GPR Nuts-ის საექსპორტო არეალი? თუ კი, რომელ ახალ ბაზრებზე დაიწყეთ ოპერირება ან რომელ მიმართულებებზე მუშაობთ?
GPR- ის საექსპორტო ბაზრების არეალი დიდია, არსებულ, ტრადიციულ შემსყიდველებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ წელს ვახდენთ თხილის მიწოდებას, თუმცა ასევე ვცდილობთ გავაცნოთ ქართული თხილი ჯერ კიდევ აუთვისებელ ბაზრებს, როგორიცაა აზიის მიმართულება, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა. წელს უკვე ტრადიციული ევროპული ქვეყნების გარდა, მიწოდებები განვახორციელეთ სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ხარისხზე მოთხოვნა ბევრად მკაცრია და შესაბამისად ავითვისეთ ახალი ბაზრები.
რა არის კომპანიის სამომავლო მთავარი პრიორიტეტები? გეგმავთ თუ არა ახალი პროდუქტების, პარტნიორობების ან სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას?
კომპანია ახორციელებს მაღალ ხარისხიანი ქართული თხილის ექსპორტირებას. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებთან მუდმივად მუშაობს თხილის ხარისხისა და პირველადი წარმოების გაუმჯობესების გზებზე, ისევე როგორც საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს, ახალი სეზონიდან აუთვისებელი აზიის ბაზრებთან აქტიური მოლაპარაკებების საფუძველზე, ვგეგმავთ მათთან ქართული თხილის მიწოდების დაწყებას.