მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ მობაილბანკს სთავაზობს – სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილება

news image

ბაზისბანკმა, დისტანციური სერვისების განვითარების ფარგლებში, სრულიად ახალი მობაილბანკი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აპლიკაცია ბევრად გამარტივებულ, უსაფრთხო და მრავალფუნქციურ ციფრულ გარემოს სთავაზობს მომხმარებელს, რაც ყოველდღიური საბანკო მომსახურების მიღებას კიდევ უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.

ახალი მობაილბანკი შექმნილია დახვეწილი ინტერფეისითა და კომფორტული ნავიგაციით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ინდივიდუალურად მასზე მორგებული საბანკო პროდუქტები და სერვისები თანამედროვე ციფრული ტენდენციების გათვალისწინებით.

ახალ მობაილბანკში შესაძლებელია:

  • სესხის/საკრედიტო ბარათის მოთხოვნა და ლიმიტის დამტკიცება ონლაინ
  • თანხის გადარიცხვა ან მიღება სხვა ბანკიდან 24/7-ზე მობილურის ნომრით
  • ტრანზაქციის დეტალების ნახვა, საბუთის ჩამოტვირთვა ან გაზიარება
  • ხაზინაში საკუთარი და სხვის ნაცვლად გადარიცხვის ფუნქციონალი
  • ბიომეტრიული მონაცემებით გადარიცხვებისა და გადახდების შესრულება
  • ანგარიშების, ბარათების, სესხების და ანაბრების მართვა
  • თანხის გადარიცხვა როგორც საკუთარ, ასევე სხვა ბანკის ანგარიშებზე – ანგარიშის, პირადი ან მობილურის ნომრით
  • BB დაზღვევის შესახებ დეტალების ნახვა და მარტივად გადახდის შესაძლებლობა
  • კომუნალური და სხვა გადახდები, ჯგუფური გადახდები დაგადახდებზე შაბლონების შექმნა
  • მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტების ყიდვა
  • ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით
  • ბანკთან მიმოწერა სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად

“ახალი მობაილბანკი ჩვენი მომხმარებლების სურვილების და მოლოდინების გათვალისწინებით, სრულად ბანკის შიდა რესურსით შევქმენით. ახალ მობაილბანკში მნიშვნელოვნად გამარტივდა პროცესები და  გაუმჯობესდა მომხმარებლის ციფრული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესია და, ამავდროულად ბაზისბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რათა ეტაპობრივად კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს ახალი პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობისთვის.“ - ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკის პროდუქტის მფლობელი, ხატია შავერდაშვილი

გადმოწერეთ ახალი მობაილბანკი და დარეგისტრირდით რამდენიმე წამში

Apple Store-დან

Google Play-დან

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ *9292 ან მოგვწერეთ

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა