Bene Exclusive-ის ორგანიზებით გამართული Mercedes-Benz-ის ღონისძიების მხარდამჭერი ELT Group-ი იყო
Bene Exclusive-ის ორგანიზებით ბათუმში გამართული Mercedes-Benz-ის ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი ELT Group-ი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს Bene Exclusive-ის ორგანიზებით Mercedes-Benz-ის ღონისძიება რიგით მეხუთედ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გათამაშებები პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, ასევე მოეწყო ბიზნეს ვახშამი, მუსიკალურ ნაწილზე კი იზრუნეს, როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო არტისტებმა.
„იელთი ჯგუფი“ იყო Bene Exclusive-ის მხარდამჭერი პრესტიჟულ ღონისძიებაზე — Mercedes-Benz Summer Event 2025, რომელიც გაიმართა ბათუმში. საღამო ჩატარდა გამორჩეულ გარემოში, გააერთიანა წამყვანი ბრენდები და საინტერესო სტუმრები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა სფეროდან“, - აღნიშნულია ELT Group-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
ELT Group-ის გარდა საღამოს მხარდამჭერი იყვნენ ასევე: Mercedes-Benz Georgia, Mastercard, Lutecia, Tbilisi Outlet Village, Aldagi, Lusso Auto gallery, Lusso Construction, Lusso Invest, Blu Holding, Chateau Bagrationi, Favorite, GT GROUP, New Group, Bene Group, Kairos Logistics, Entrepreneur Georgia, Tera Leasing, Sani Optics, Bene Comfort and Sheraton Batumi.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
07.08.2026.18:24
1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.
შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card. ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.
ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.
მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.