ბიზნეს სექტორის აქტივობის მეორე კვარტლის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტლის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურმა პარამეტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობა.
მინისტრის მოადგილე მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას ხაზს რამდენიმე ძირითად ფაქტორს უსვამს.
„ეს არის ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.5%-ით გაიზარდა და 60 მლრდ ლარს გადააჭარბა, ასევე ბიზნეს სექტორის გამოშვება - ამ მიმართულებით 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 23.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა. ნიშანდობლივია ის სექტორები, რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს - სწორედ აქ ფიქსირდება გამოშვების ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლები: ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულება, სადაც თითქმის 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და დასაწყობება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბიზნეს სექტორის ზრდის მაჩვენებლებში ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების პარამეტრია - სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტლის ჭრილში რეკორდული რაოდენობა - 795.6 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212.1 ლარით (10.1%) და 2,317.6 ლარს გაუტოლდა.
„ეს ყველაფერი ერთობლიობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.