ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია ვიყოთ რეგიონის ფინტექ ჰაბი - ახალი კანონი, რომელიც კრიპტო და ვირტუალური აქტივების სრულფასოვან რეგულირებას ითვალისწინებს, ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია l ვაკო თურნავა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია - ვიყოთ რეგიონის ფინტექ ჰაბი, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპუტატი ვაკო თურნავა კანონში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე სებ-ის სრულ ზედამხედველობას ითვალისწინებს.
„ახალი კანონი, რომელიც კრიპტო და ვირტუალური აქტივების სრულფასოვან რეგულირებას ითვალისწინებს, ამ მიზნისკენ გადადგმული მძლავრი და პრინციპული ნაბიჯია“, - აცხადებს დეპუტატი.
საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირების, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და საზოგადოებაში ნდობის გაზრდის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) საქართველოს ეროვნული ბანკის სრულ პრუდენციულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, მსგავსად სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებ-ს მიენიჭა უფლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.
ცვლილების ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა და ინვესტორთა კიდევ უფრო მეტად დაცვას, ხოლო ბიზნესი უფრო მდგრადი გახდება როგორც ტექნიკური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით და ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
2023 წლიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის გაფართოება, რაც მათ შორის მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების პრუდენციულ ზედამხედველობას, კაპიტალის ადეკვატურობას, მომხმარებლების უფლებების დაცვას, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დანერგვას.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.