მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

Coca-Cola Rewards Georgia — მუსიკალური გათამაშება დაუვიწყარი პრიზებით

news image

„კოკა-კოლა“ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან გათამაშებებს, განსაკუთრებულ პრიზებსა და ინტერაქტიულ გამოცდილებებს. სწორედ ამ მისიას ემსახურება „კოკა-კოლა-ს“ ლოიალობის აპლიკაცია — Coca-Cola Rewards Georgia, რომელიც ერთგულ მომხმარებლებს ყოველდღიურად ანიჭებს შესაძლებლობას, კოკა-კოლას დალევა ორმაგად სასიამოვნო გახადონ და მოიგონ უამრავი საჩუქარი.

აპლიკაციას უკვე ჰყავს 400 000 მდე რეგისტრირებული იუზერი, ხოლო ყოველდღიურად ასობით ვაუჩერი იცვლება. პლატფორმა 2024 წლის ბოლოს გაეშვა თავისი პირველი მასშტაბური საახალწლო გათამაშებით, რომელშიც 270,000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და გათამაშდა გრანდიოზული პრიზები: საგზური ლაპლანდიაში, ვესპა, გეიმინგ სეტაპი და სხვა დაუვიწყარი საჩუქრები.

საახალწლო გათამაშების დასრულების  შემდეგ, აპლიკაცია  მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. დღეს უკვე დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია პარტნიორი ბრენდების მრავალფეროვან შეთავაზებებზე, ხოლო ყოველთვიური თემატური ლიდერბორდი კი დამატებით შესაძლობლობას აძლევს მონაწილეებს მოიგონ განსაკუთრებული პრიზები.

ამჯერად, „კოკა-კოლამ“ დაიწყო ახალი მუსიკალური გათამაშება!
- 1 აგვისტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებლებს საშუალება უმარტივესად ჩაერთონ გათამაშებაში და მოიგონ დაუვიწყარი პრიზები.
- საკმარისია შეიძინოთ Coca-Cola Classic, Zero ან Cherry და ყვითელი თავსახურის შიდა მხარეს განთავსებული 10-ნიშნა კოდი უნდა შეიყვანოთ აპლიკაციაში  Coca-Cola Rewards Georgia .

- გახსოვდეთ, ყოველი კოდი წარმოადგენს ერთ ბილეთს და მოგების შანსს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 30 სექტემბერს, 20:00 საათზე, პირდაპირ ეთერში — Coca-Cola Bottlers Georgia-ს Facebook Live-ზე. ლაივის მსვლელობისას წამყვანი პირდაპირ ეთერში, შემთხვევითობის პრინციპით, დოლურიდან ამოიღებს გამარჯვებულ ბილეთებს და სატელეფონო ზარით დაუკავშირდება იღბლიან მომხმარებლებს.

პრიზები გათამაშდება შემდეგი მიმდევრობით:

  1. JBL PartyBox Encore Portable Speaker Black
  2. Apple AirPods Max Wireless Over-Ear Headphones Midnight
  3. JBL PartyBox Ultimate
  4. Apple iPhone 16 Pro Max 1TB + AirPods Pro (Gen 2)
  5. და ბოლოს  მთავარი პრიზი - საგზური პარიზში ლედი გაგას გრანდიოზულ კონცერტზე!

რატომ არის ეს პრიზი გამორჩეული?
ლედი გაგა — მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, რომლის ტურნეები მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ფუტურისტული შოუებით, დაუვიწყარი კოსტიუმებით და უნიკალური სცენოგრაფიით. მისი თითოეული კონცერტი არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ სრულფასოვანი ვიზუალური სპექტაკლია.
The Mayhem Ball საკონცერტო ტურის ფარგლებში.  რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე, ლედი გაგას კონცერტს 2.5 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, რაც გახდა ქალი არტისტის ყველაზე მასშტაბური სოლო კონცერტი ისტორიაში. სწორედ ასეთი მასშტაბური შოუს ნაწილი გახდება პარიზში გამარჯვებული, რომელიც მოიპოვებს საგზურს Coca-Cola Rewards-ის გათამაშებაში.

ეს ყველაფერი არ არის!
1 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე აპლიკაციში შეყვანილი ყოველი კოდი მომხმარებლებს დამატებით სახალისო ინტერაქტიული თამაშიში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.  ყოველ ორ კვირაში ერთხელ ყველაზე აქტიური მოთამაშე, რომელიც ლიდერბორდის პირველ ადგილს დაიკავებს დაჯილდოვდება iPhone 16 Pro-ით.

გახსოვდეთ, რომ „კოკა-კოლა“ მუდმივად გიმზადებთ სახალისო და სასიამოვნო სიახლეებს! ამიტომ აუცილებლად გადმოწერეთ აპლიკაცია, ჩაერთეთ გათამაშებაში და დაიწყეთ მუსიკალური მოგზაურობა კოკა-კოლასთან ერთად.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა