მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია არის მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც უძრავი ქონების, საინვესტიციო და საინტერესო მიმართულების მონიშვნა - ილია წულაია

news image
mbc image

საქართველოში Eagle Hills-ის შემოსვლის არაპირდაპირი ეფექტი 2-3-ჯერ უფრო მეტი იქნება - ჩვენ ვსაუბრობთ 15-20 მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას Eagle Hills-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის, $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება. კომპანია Eagle Hills, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის - მოჰამედ ალაბარის  მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს მსხვილ დეველოპერულ პროექტებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იერსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, Emaar ჯგუფი ახორციელებს 6.6 მილიარდ დოლარის ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი ეფექტი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. როგორც ვიცით, ამ ინვესტიციას კომპანია განახორციელებს მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში - ანუ საკმაოდ სწრაფად, ამხელა მოცულობის პროექტისთვის. ბატონ ალაბარსაც, Emaar-ის პრეზიდენტს, ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ ამას დამატებითი, არაპირდაპირი ეფექტი მოჰყვება, რომელიც ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი იქნება და ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები.

საქართველოში Emaar-ის გამოჩენამ უკვე გამოიწვია ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესი. დარწმუნებული ვარ, რომ არაპირდაპირი ეფექტი ორჯერ-სამჯერ უფრო მეტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ 6.6 მილიარდიან ინვესტიციაზე, არამედ 15-20 მილიარდ დოლარზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი ციფრია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მასშტაბთან შედარებით და არსებითი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის  1-2, შესაძლოა 3%-იანიც კი, გააჩნია აქტიურობას ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის,“ - აცხადებს ილია წულაია.

„არქის“ დამფუძნებლის განმარტებით, ბაზარზე ისეთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა, როგორიც არის Eagle Hills, ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარი საინტერესოა.

„როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი დეველოპერი შემოდის ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ბაზარი საინტერესოა, ქვეყანა საინტერესოა. გაიზრდება სტანდარტები, გაიზრდება მშენებლობის ხარისხი, გაიზრდება კონკურენცია  რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგია მომხმარებლისთვის და ქვეყნისთვისაც. ბუნებრივია, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ჯგუფების, როგორიცაა Eagle Hills და Emaar ჯგუფი, შემოსვლა საქართველოში. ეს ნიშნავს საქართველოს მონიშვნას მსოფლიო რუკაზე, როგორც უძრავი ქონების, საინვესტიციო და საინტერესო მიმართულების ქვეყანას,“ - მიიჩნევს ილია წულაია.

ბიზნესმენის განმარტებით, ასეთ მრავალმილიარდიან ინვესტიციაზე ნეგატიური დამოკიდებულება სრულიად დაუსაბუთებელია.

„სამწუხაროდ, რაც არ უნდა პოზიტიური ამბავი იყოს  და ამაზე უფრო პოზიტიური ახალი ამბავი, როგორც საქართველოს პატრიოტს და მოქალაქეს, არ მახსენდება - ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც ნეგატიურად მიუდგება. არ მახსენდება შემთხვევა, როცა უცხოელი ინვესტორი ამბობდა - მე 6.6 მილიარდ დოლარს ჩავდებ საქართველოში და შევქმნი უმაღლესი სტანდარტის უძრავ ქონებას. და ამაზე თუ ვინმეს შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს ეს მისი პრობლემაა.

ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ან სუბიექტურია, ან არაგულწრფელი, ან საკუთარ ქვეყანას არ აფასებს იმ დონეზე, რომ პოზიტიური ამბავი პოზიტიურად აღიქვას მიუხედავად იმისა, ვინ ამბობს მას. სამწუხაროდ, 100%-იანი პოზიტიური შეფასება არც ერთ მოვლენას არ აქვს ამ სამყაროში.

ჩემი აზრით, ეს ინვესტიცია უპრეცედენტოა  და ეს მხოლოდ აზრი კი არა, ფაქტია. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია და ყველაზე ცნობილი კომპანიის შემოსვლა. ამიტომ ნებისმიერ გონივრულ, საქმის კურსში მყოფ და პატრიოტ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამაზე პოზიტიური დამოკიდებულება. ყველა სხვა, ვინც ნეგატიურად აფასებს და აბსურდულ არგუმენტებს იშველიებს, უბრალოდ სუბიექტურ და არაეროვნულ პოზიციას გამოხატავს,“ - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი.

ილია წულაიას განმარტებით, როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი დეველოპერი შემოდის ქვეყანაში, ეს არის ძლიერი სიგნალი მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის.

„საქართველო საინტერესო მიმართულებაა - საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესი და ინვესტიცია ამ სფეროში საინტერესოა. შესაბამისად, ეს ყველაფერი არაპირდაპირად რეკლამას გაუკეთებს საქართველოს. გარდა იმ ინვესტიციებისა, რასაც თვითონ Emaar ჯგუფი და Eagle Hills ახორციელებენ, კიდევ ორჯერ-სამჯერ მეტი ინვესტიცია მოჰყვება სწორედ იმ ფაქტორის დამსახურებით, რომ ასეთი სახელგანთქმული ბრენდი ახორციელებს ასეთ დიდ პროექტს ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს ბიზნესმენი.

შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. Eagle Hills-თან აღნიშნული შეთანხმებით სახელმწიფომ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის მოზიდვა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობებზე შეთანხმება, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

14.08.2026.20:18

საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”

ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.

„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.

სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა