მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ეკა ყიფიანის 7 რეკომენდაცია თბილისის წიგნის დღეებისთვის - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

news image
mbc image

14, 15 და 16 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები  გაიმართება, ამ დღეებს წიგნის ყველა მოყვარული მოუთმენლად ელის. როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, რაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორია. წიგნის მოყვარულებს წელსაც განსაკუთრებული შეთავაზებები ელით:

• Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით (sCool Card-ის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეს, შეთავაზება  sCoolApp-ში უნდა გაიაქტიურო).

• PLUS ბარათით გადახდისას კი დააგროვებ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულა).

გარდა ნაცნობი ავტორებისა და სერიებისა, წიგნის დღეები ლიტერატურული აღმოჩენებისთვისაა. არჩევანი რომ გაგიმარტივდეს, ეკა ყიფიანი სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი გაგიზიარებს რჩევებს.

თუ გინდა შენი იდეები და ხედვები რეალურ პროდუქტად, დასამახსოვრებელ კამპანიად თუ ეფექტურ გადაწყვეტილებად იქცეს, აუცილებლად გაეცანი შემდეგ წიგნებსა თუ ავტორებს:

Rick Rubin – The Creative Act: A Way of Being

რიკ რუბინი, ლეგენდარული პროდიუსერი, კრეატიულობას არა როგორც უნარს, არამედ როგორც არსებობის გზას განიხილავს. ეს წიგნი გასწავლის, როგორ აღმოაჩინო შენში არსებული შემოქმედებითი ენერგია, როგორ დაძლიო შიშები და იცხოვრო უფრო საინტერესოდ.

რორი საზერლენდი – ალქიმია

რორი საზერლენდი, რეკლამის გურუ, გვასწავლის, რომ პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ლოგიკის გამოყენება საკმარისი არ არის. ის ამტკიცებს, რომ რადგან ადამიანები ირაციონალური არსებები არიან და ემოციებით მოქმედებენ, ხშირად არალოგიკური და კრეატიული გადაწყვეტილებები გაცილებით დიდი წარმატების მომტანია. “ალქიმია” ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით გასწავლის, როგორ შექმნა “მაგია”, რომელიც ლოგიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველაზე ეფექტურად მუშაობს.

Ed Catmull – Creativity, Inc

Pixar – ეს არის სტუდია, რომელმაც ანიმაციური ფილმების სამყარო თავდაყირა დააყენა. ედ კეტმული, Pixar-ის თანადამფუძნებელი, დეტალურად გვიყვება, როგორ შექმნა კულტურა, სადაც გენიალური იდეები ბიუროკრატიაში არ კვდება. წიგნში ავტორი გასწავლის გუნდის მართვის ეფექტურ მეთოდებს და გიზიარებს პიქსარის წარმატების საიდუმლოსაც.

Tina Seelig – Insight Out

გენიალური იდეა უსარგებლოა, თუ არ იცი, როგორ აქციო იგი რეალობად. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტინა სილიგი, ამ წიგნში გასწავლის, როგორ მართო კრეატიული პროცესი, განიხილავს 6-საფეხურიან “ინოვაციის ციკლს”, თითოეული საფეხური საჭიროა, რომ მიგნებისგან (insight), ხელშესახები შედეგი (out) მიიღო.

Tim Brown – Change by Design

IDEO-ს აღმასრულებელი დირექტორი გვასწავლის დიზაინ-აზროვნებას (Design Thinking) – ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც დიზაინერების ხელსაწყოებს იყენებს ბიზნესის, განათლებისა და სერვისების ტრანსფორმაციისთვის.

Yuval Noah Harari – Sapiens

იმისთვის, რომ კარგად შექმნა, უნდა იცოდე, რისთვის ქმნი. ჰარარის ეპიკური ნაშრომი გვიხსნის, თუ როგორ შევძელით, რომ ფიქციური ნარატივების შექმნის ხარჯზე პლანეტის დომინანტი სახეობა გავმხდარიყავით. ეს არის კაცობრიობის დიდი სურათი, რომელიც შენს კრეატიულ გადაწყვეტილებებს უფრო ღრმა შინაარსს შესძენს.

რეზო გაბრიაძე – ჩემი პატარა ქალაქი (მოგონებები)

და ბოლოს, გენიალური რეზო გაბრიაძის “ჩემი პატარა ქალაქი” ქართული სულით, იუმორით და პოეზიით სავსე პატარა სამყაროა. ეს წიგნი არ არის მხოლოდ მოგონებების კრებული, აქ ნახავ, როგორ ქმნიან ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ ისტორიებს და როგორ უნდა იპოვო ხელოვნება მარტივ, უბრალო დეტალებში.

ეს ჩამონათვალი შესანიშნავი გზამკვლევია ყველასთვის, ვინც კრეატიულ სფეროში მუშაობს ან უბრალოდ უნდა, შემოქმედებითად გაიზარდოს.

ასე რომ ეწვიე ექსპო ჯორჯიას და შეუერთდი ლიტერატურულ თავგადასავლებს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა