ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
სალომბარდე მომსახურების ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, „ექსპრეს ლომბარდი“ ყურადღებას ამახვილებს 5 მთავარ ფაქტორზე, რომლებიც სანდო ფინანსური დაწესებულების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა.
უკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, სასურველია, მომხმარებელმა ერთი, თუნდაც მიმზიდველი პირობის მიღმა, სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც გაითვალისწინოს. მაგალითად, რამდენად გამჭვირვალეა შეფასების პროცესი და იძლევა თუ არა კომპანიის გამოცდილება და მასშტაბი ნივთის უსაფრთხოების საკმარის გარანტიას.
სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირობაზე, არამედ კომპანიის საერთო სანდოობაზე დაყრდნობა. სფეროს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საიმედო დაწესებულების ამოსაცნობად შეიძლება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება:
1. შეფასების უსაფრთხო მეთოდი: საიმედო დაწესებულებაში შეფასება ტარდება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ, თანამედროვე და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ნივთის დაზიანებას გამორიცხავს;
2. სამართლიანი შეფასება: საიმედო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნივთის რეალური, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას;
3. გამჭვირვალე საპროცენტო განაკვეთი: ხელშეკრულება უნდა იყოს გასაგები და არ შეიცავდეს ფარულ ხარჯებს;
4. ხელმისაწვდომობა და ქსელის მასშტაბი: ფილიალების ფართო ქსელი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, მათ შორის 24-საათიანი მომსახურება, ორგანიზაციის სტაბილურობასა და კლიენტზე ორიენტირებულობაზე მიუთითებს. სწორედ მასშტაბი და სისტემური მიდგომა უზრუნველყოფს ნივთის შენახვისა და დაზღვევის მაღალ სტანდარტებს;
5. კონფიდენციალური და კომფორტული გარემო: თანამედროვე სტანდარტი გულისხმობს პრივატული და უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფას, სადაც მომხმარებელი თავს კომფორტულად გრძნობს.
სწორედ ამ პრინციპებით ოპერირებს „ექსპრეს ლომბარდი“ საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ნივთების უსაფრთხო შეფასებას, საბაზრო ფასთან მიახლოებულ ღირებულებას, 24-საათიან ხელმისაწვდომობასა და სრულად კომფორტულ გარემოს.
ექსპრეს ლომბარდის შესახებ:
„ექსპრეს ლომბარდი“ არის ფინანსური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი სალომბარდე ბაზარზე მომსახურების ხარისხის ახალი, მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 39 39 39 / *3939
expresslombard.ge
სხვა სიახლეები
ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
09.06.2026.18:25
ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.
2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.
მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.
რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.
“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.
ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.
“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.
გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.
“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”
თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.
საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.
„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.
„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.