Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
გალტ & თაგარტმა ჯილდო Euromoney’s Awards For Excellence-ის ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ დაჯილდოებაში ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და სექტორის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისების ხარისხი და ინოვაციები განაპირობებს.
„მოხარული ვართ, რომ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ეს აღიარება გალტ & თაგარტს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების და დანერგილი სიახლეების საფუძველზე მიენიჭა. მათ შორისაა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც EBRD-თან და EU-სთან ერთად განვახორციელეთ, ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 50%-ზე მეტის და პირველი ESG ობლიგაციის განთავსება. ასევე აღსანიშნავია კერძო კაპიტალის და სეკურიტიზაციის პროექტები, რომლებიც USAID-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით. რაც შეეხება ინიციატივებს, ამ კუთხით საკმაოდ აქტიურები ვიყავით მათ შორის საბროკერო მიმართულებით. ეს ინიციატივებია GT Trader-ის მობილური აპლიკაციის განახლება, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლებისთვის გახდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. ასევე აღსანიშნავია საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის ფინანსურ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ჯილდოს შესახებ:
Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-იმ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო - 1900-ზე მეტი განაცხადი და 124 ქვეყნის მასშტაბით.
სხვა სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
18.07.2026.09:45
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა.
წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.
ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში.
„ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას", განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
„ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს",- აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.
Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.