Eximcrop-ი „ჭკვიან“ ყუთებს „ნიკორას“ ქსელში ტესტავს
კომპანია Eximcrop-ი ქსელური მარკეტებიდან პირველად „ჭკვიან ყუთებს“ „ნიკორაში“ ტესტავს. „ნიკორას“ მარკეტინგის სამსახურმა Eximcrop-ს 10 000 მწვანე ყუთი შეუკვეთა, რომელსაც კომპანია სავაჭრო ქსელს იჯარით გადასცემს.
„ამ სერვისით საქართველოში სხვა ქსელებიც ინტერესდებიან. „ნიკორას“ მაგალითს თუ განვიხილავთ, კომპანია წელიწადში დაახლოებით 1 000 000 ყუთს ყიდულობს. ჩვენი სერვისის დანერგვით მათ ხარჯები 30-50%-ით უმცირდებათ“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე.
მისი თქმით, „ჭკვიანი“ ყუთების სერვისი საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს დათვლა სად და რამდენი პროდუქციაა საწყობიდან მაღაზიებში, რესტორნებში და სხვა საცალო გაყიდვების ცენტრებში გადანაწილებული. ამის დათვლას ახდენს სპეციალური აკუსტიკური სკანერები ყუთში ჩამონტაჟებული ჩიპის მეშვეობით.
„მაგალითად შესაძლებელია წამში 3000 ყუთის დათვლა და აღრიცხვა პროდუქტების მიხედვით. ასე, რომ ჩვენი ყუთების გამოყენება ზრდის ფრეშ პროდუქციის ბრუნვის სისწრაფეს, ხარისხსა და ნულამდე ამცირებს დანაკარგს და რაც მთავარია ამ ყუთების შეძენა არ არის აუცილებელი.
კომპანია დამკვეთს შეუქმნის და გაუმართავს ყუთების პარკს და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით“, - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.
მისივე თქმით, ეს სერვისი საკმაოდ განვითარებულია ევროპასა და ამერიკაში. „ამ სერვისს იყენებენ რითეილსა და ვაჭრობაში. ასევე არის მრავალჯერადად გამოყენებადი ტარა, რომელიც განსაზღვრულია „მწვანე ეკონომიკისთვის“. 2025 წლისთვის ევროკავშირის მიზანია მთლიანად ამოიღოს ერთჯერადი ტარა“.
ვახტანგ გოგალაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე „ჭკვიან“ ყუთებზე მოთხოვნა არის, თუმცა „ნიკორას“ ქსელი პირველია სადაც „ჭკვიანი“ ყუთები იტესტება.
„ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას რამდენიმე ქსელს საქართველოში, რომელთა დანაკარგებიც „ფრეშ კატეგორიაში“ დიდია. ხოლო „ჭკვიანი“ ყუთების გამოყენების შედეგად ეს 0-მდე დადის. დანაკარგი 3-5%-მდეა, როცა ბრუნვა 10 მილიონამდეა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამ ყუთების გამოყენება მოხდება შიდა რითეილში, რომ პროდუქცია ფერმერიდან სავაჭრო ქსელამდე მივიდეს. ყუთების შემოტანა ხდება ისრაელიდან. საქართველო რეგიონში პირველია. ვგეგმავთ ყუთების შეტანას სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში“, - ამბობს გოგალაძე.
ამასთან, Eximcrop-ს ჯერჯერობით შემოაქვს 20 000 ჭკვიანი ყუთი, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. ამასთან კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ერთი „ჭკვიანი“ ყუთის გამოყენება ამცირებს 6kg CO2 გამოყოფას და შესაძლოა, ძალიან საინტერესო იყოს მწვანე ეკონომიკისთვის.
სხვა სიახლეები
სიახლე - ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
17.11.2026.10:26
ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
ბრაზილიური სილამაზის ცნობილი ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტითა და ახალი კოლექციით უკვე PSP-ის აფთიაქებსა და ონლაინ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბრენდის საკულტო პროდუქტებთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მთავარ სიახლეს - Intense Perfume Mist-ის კოლექციას, რომელიც ოთხ განსხვავებულ არომატს აერთიანებს და საყვარელ სურნელებს უფრო ინტენსიურ, 10 საათამდე მდგრად ეფექტს სძენს.
კოლექციაში წარმოდგენილია Cheirosa 62 Intense - ფისტის, ვანილისა და ქარვის თბილი ნოტებით; Cheirosa 59 Intense -თეთრი ორქიდეის, სანდალოზისა და ქარვის ნაზი კომპოზიციით; Cheirosa 91 Intense - ვარდის, ლიჩისა და ქარვის ყვავილოვანი არომატით და Cheirosa 74 Intense - ანანასის, ფორთოხლის ყვავილისა და ქარვის ტკბილი ნოტებით.
Sol de Janeiro ბრაზილიური ცხოვრების სტილით, მზის ენერგიითა და სხეულის სიყვარულის კულტურით შთაგონებული ბრენდია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი Brazilian Bum Bum Cream-ია, რომლის Cheirosa 62 არომატი მოხალული ფისტის, მარილიანი კარამელისა და ვანილის გამორჩეული კომბინაციით ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა.
Intense Perfume Mist-ის ახალი ფორმატი კლასიკურ მისტებს არ ანაცვლებს, არამედ საყვარელი არომატების უფრო ინტენსიურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მომხმარებელს შეუძლია ორივე ფორმატი ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გამოიყენოს და საკუთარი განწყობის შესაბამისი სურნელი შექმნას.
Sol de Janeiro-ს ასორტიმენტი ყოველდღიური თავის მოვლის სრულ რიტუალს აერთიანებს, სხეულისა და თმის სურნელოვანი მისტები კი გამორჩეულს ხდის, რათა საყვარელი არომატი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცეს.
განსაკუთრებული ყურადღება ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებებს ეკუთვნის, რომლებიც მის საკულტო პროდუქტებსა და საყვარელ არომატებს ერთ კომპლექტში აერთიანებს. გამორჩეული შეფუთვითა და შერჩეული პროდუქტებით, Sol de Janeiro-ს სასაჩუქრე ნაკრებები განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს, საყვარელ ადამიანებს ბრაზილიური სითბო, სილამაზისა და თავის მოვლის პატარა დღესასწაული აჩუქოს.
„PSP საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდია, რომელიც 30 წელზე მეტია მომხმარებელს ჯანმრთელობის, სიჯანსაღისა და სილამაზის პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტი ცნობილი თავის მოვლისა და კოსმეტიკური ბრენდის ოფიციალური პარტნიორია და მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მომხმარებლის ინტერესებისა და საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად.
ამჯერად მომხმარებელს სრულიად განსხვავებული, ბრაზილიური სილამაზის კულტურითა და გამორჩეული არომატებით შთაგონებული ბრენდის - Sol de Janeiro-ს აღმოჩენის შესაძლებლობას ვთავაზობთ. საკულტო პროდუქტებთან ერთად, PSP-ში წარმოდგენილი იქნება ბრენდის სიახლეებიც, რომლებიც სხეულისა და თმის მოვლის ყოველდღიურ რუტინას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის“,- აცხადებენ PSP-ში.
Sol de Janeiro-ს სრული ასორტიმენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია PSP-ის აფთიაქებსა და ონლაინ მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით.