მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

EXPERT BY TEGETA – „თეგეტა მოტორსის“ ახალი ვლოგების სერია YouTube არხზე

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსმა“, მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, YouTube არხზე სრულიად ახალი ვლოგების სერია EXPERT BY TEGETA შექმნა. ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ ავტომობილის მფლობელებს მარტივი და პრაქტიკული ფორმით მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. სერია მოკლე ვიდეოებს აერთიანებს, სადაც განხილულია ავტომობილის მოვლა, ტექნიკური გადაწყვეტილებები და უსაფრთხოების სტანდარტები. 

პროექტის მთავარი ღირებულებაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ზეთის, საბურავების, სამუხრუჭე სისტემისა და სხვა ტექნიკური კომპონენტის შერჩევა. ვიდეოებში რჩევებსა და გამოცდილებას თავად „თეგეტა მოტორსის“ გამოცდილი თანამშრომლები, ავტომობილების ექსპერტები გვიზიარებენ, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნასა და ექსპერტიზას, არამედ კარგად ესმით მომხმარებელთა საჭიროებებიც.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერიჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მხოლოდ სერვისი კი არ შევთავაზოთ, ცოდნაც გავუზიაროთ. „თეგეტა მოტორსში“ ვქმნით სრულფასოვან გამოცდილებას, სადაც ტექნიკური მომსახურება ერწყმის განათლებას და ცნობიერების ამაღლებისკენაა მმართული. აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აღმოვფხვრათ ინფორმაციის დეფიციტი და მომხმარებელს მივაწოდოთ ზუსტი, გასაგები პასუხები კითხვებზე, რატომ და რისთვის არის აუცილებელი კონკრეტული სერვისი. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი სპიკერები არ არიან დაქირავებული მსახიობები. ისინი „თეგეტას“ რეალური თანამშრომლები არიან. გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც კარგად ესმით არა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკური საჭიროებები, არამედ მომხმარებლის მოლოდინებიც. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით გამჭვირვალობას, ეს არ არის მოწოდება - შეიძინე თეგეტა მოტორსში“, ეს არის ღია, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც ნებისმიერ დროს ნახავთ YouTube-ზე და გაეცნობით, რათა თქვენი ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებითსწორი გადაწყვეტილებები თავადვე მიიღოთ“.

EXPERT BY TEGETA უკვე ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ YouTube არხზე და ამ ეტაპზე მოიცავს რვა საგანმანათლებლო ვიდეოს. თითოეული მათგანი კონკრეტულ თემას ეძღვნება და მაყურებელს სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ავტომობილის მოვლისა და უსაფრთხოებისთვის.

პირველი ვიდეო საბურავების სეზონურ შერჩევას უკავშირდება. მაყურებელი იღებს ცოდნას, როგორ უნდა შეარჩიოს საბურავი სეზონისა და მართვის სტილის გათვალისწინებით, რათა უსაფრთხოება და კომფორტი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ვიდეოების სერიაში საუბარია ზეთის შეცვლის მნიშვნელობაზეც. ექსპერტები განმარტავენ, როგორ უნდა განასხვაოს მძღოლმა სხვადასხვა ტიპის ზეთი, რატომ არის აუცილებელი მისი რეგულარული გამოცვლა და რა გავლენას ახდენს ეს ძრავის სიცოცხლისუნარიანობაზე.

კიდევ ერთი ვიდეო მომხმარებელს ეხმარება, განსაზღვროს, როდის უნდა შეცვალოს საბურავი. მასში დეტალურად არის განხილული ნიშნები, რომლებიც ცვეთისა და უსაფრთხო მოძრაობის რისკის მაჩვენებელია.

„თეგეტა მოტორსის“ ექსპერტები მაყურებელს დეტალურ გზამკვლევს სთავაზობენ სტანდარტულ სერვისებთან დაკავშირებითაც, რომელიც მოიცავს ზეთისა და ჰაერის ფილტრის შეცვლას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებას, სავალი ნაწილის დათვალიერებას, ელექტროდიაგნოსტიკასა და თვლების გასწორებას.

საუბარია ზეთის სიბლანტის შესახებაც - მაყურებელი სწავლობს, თუ როგორ განსხვავდება ზეთები ერთმანეთისგან, რომელი სიბლანტე რა პირობებშია სასურველი და როგორ აისახება ეს ძრავის მუშაობაზე.

კონდიცირების სისტემის მოვლასთან დაკავშირებულ ვიდეოში დეტალურადაა განხილული მისი სწორად ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობები, მოვლის აუცილებლობა და ის ფაქტორები, რომლებიც კომფორტულ მართვას განსაზღვრავს.

ყურადღება ეთმობა სამუხრუჭე სისტემასაც. ექსპერტები განმარტავენ, რა არის მისი მთავარი კომპონენტები, როგორ უნდა შემოწმდეს რეგულარულად და რა შედეგები მოჰყვება სისტემის მიმართ უყურადღებობას.

აქვე მაყურებელი რჩევებს იღებს ძრავის ზეთთან დაკავშირებით - საუბარია ზეთის ტიპების, გამოცვლის ვადებისა და მისი ხარისხის მნიშვნელობაზე, რაც ავტომობილის გამართულობასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

ვიდეოსერიის პრაქტიკული ღირებულება მხოლოდ კონკრეტული რჩევებით არ განისაზღვრება, ის მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას, რომელიც მიზეზშედეგობრივ კავშირებზეა დაფუძნებული. ეს ქმნის გამჭვირვალე გარემოს, სადაც გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღება, შედეგად კი ავტომობილი უსაფრთხო და გამართულია. შესაბამისად, გარდა პრაქტიკული ცოდნის მიწოდებისა, სერია ხელს უწყობს მომხმარებელთა ნდობის ზრდას.

EXPERT BY TEGETA ადასტურებს, რომ „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლისთვის მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი კი არა, სანდო პარტნიორი და ცოდნის წყაროა. აღნიშნული ინიციატივა აჩვენებს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებელზე, ქმნის ღია და გამჭვირვალე პლატფორმას, სადაც ერთიანდება პროფესიონალიზმი, სანდოობა და პასუხისმგებლობა.

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

14.07.2026.17:10

დღეიდან, 14 ივლისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ფრენებს ატირაუ - ბათუმი - ატირაუს მიმართულებით შეასრულებს. ავიერეისები 25 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისებს ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და Scat Airlines-ი ასრულებენ. ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 57 სიხშირემდე გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა