მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის

news image
mbc image

ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკოლოგიური სარგებელი, შემცირებული ხარჯები საწვავსა და სერვისზე აშკარა უპირატესობაა, თუმცა გამოწვევად რჩება ელექტრიფიცირებული ავტომობილების ნარჩენი ღირებულება - ელექტრომობილის ფასი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, წლებთან ერთად, უფრო სწრაფად მცირდება.

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მის ინტერესზე მორგებულ გადაწყვეტილებას სთავაზობს. 1 დეკემბრიდან პორშეს ელექტრიფიცირებული მოდელები კონკრეტული პირობებით გაიყიდება. კომპანია მომხმარებელს ხელშეკრულების საფუძველზე განუმარტავს, რა ფიქსირებულ ფასად ჩაიბარებს მის ელექტრომობილს წლების შემდეგ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი ღირებულება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ნდობა და გამჭვირვალობაა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ელექტრომობილების ღირებულების დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შეგვემცირებინა. შედეგად, მომხმარებლის ინვესტიცია არა მხოლოდ ბევრად დაცული, არამედ უფრო მოგებიანი ხდება, ვიდრე აქამდე იყო. 

„პორშეს“ მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, ახალი პირობებით ისარგებლონ - ჩვენთან ელექტრომოდელების ნარჩენი ღირებულება ბენზინისძრავიანი პორშეს ნარჩენ ღირებულებას უტოლდება, რაც შესყიდვის პროცესშივე დოკუმენტურად ხდება გარანტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელი წინასწარ არის საქმის კურსში, რა თანხას იხდის და როგორი იქნება მისი ელექტრომობილის ფასი მომდევნო წლებში. მივყვებით ჩვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც მომხმარებელთან არა ერთჯერადი, არამედ პარტნიორული კავშირის დამყარებას გულისხმობს“.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი სხვადასხვა ტიპის მოდელის ნარჩენი ღირებულება, „პორშე ცენტრი თბილისის“ მომხმარებელისთვის, თანაბარი ხდება. მომხმარებელი ინფორმირებულია ყველა მოსალოდნელ შედეგზე. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის დაპირება ხელშეკრულებით არის დაცული. 

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ტექნოლოგიურად განვითარებადი სფეროა. მცირდება დატენის დრო და იზრდება ერთი დამუხტვით გავლის მანძილი, იხვეწება და უმჯობესდება როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგოეფექტურობის სისტემები. სწრაფად განახლებადი მოდელების ბაზარზე გამოჩენისთანავე ძველი ვერსიების ფასი ბუნებრივად იკლებს. ელექტრომობილებისგან განსხვავებით, ბენზინისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში მკვეთრი პროგრესის ფაზა ფაქტობრივად დასრულებულია, გაუმჯობესების პროცესი - ნელი, ღირებულება კი ბევრად სტაბილურია. 

„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი ინიციატივით ელექტრომობილების შეძენა გაცილებით უსაფრთხო ხდება, დაცული და გარანტირებულია მომხმარებლის ინტერესები. ეს შეთავაზება მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელებაა, რაც საბოლოოდ კომპანიის მთავარ მიზანს - ავტომობილის ფლობის გამარტივებას ემსახურება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

09.10.2026.19:22

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა