„ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა
„ფრუტერა“ არის ქართული საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის ნატურალური ხილის პროდუქტებს, ძირითადად კი ორიენტირებულია ჩირის წარმოებაზე კონსერვანტების, ემულგატორებისა და შაქრის დანამატების გარეშე. „ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ჯანსაღი წვენების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა განუცხადა.
„გავაფართოვეთ ასორტიმენტი და დავიწყეთ ჯანსაღი წვენების წარმოება, რომელშიც არ გამოიყენება არანაირი დანამატი, არც შაქარი, არც კონსერვანტი. ბაზარზე წარმოდგენილი უმრავლესი წვენებისგან განსხვავებით, ჩვენი პროდუქტი ბევრად უფრო სქელია, რადგან შეიცავს რბილობს. ეს კი აუმჯობესებს წვენის თვისებებს. ის არამხოლოდ სასიამოვნოა დასალევად, არამედ ნამდვილად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. რბილობი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის.
ჩვენი წვენები არ არის მხოლოდ სითხე, სადაც ხილის ფრუქტოზაა კონცენტრირებული , არამედ ის წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომელიც ბოჭკოთი და ნამდვილი ხილის მახასიათებლებით არის გამდიდრებული.
ბაზარზე ხშირად გვხვდება მაგალითად, ფეიხოას წვენი, რომელიც მხოლოდ 5%-ით შეიცავს ფეიხოას ექსტრაქტს, დანარჩენი კი ვაშლის წვენია ან წყალი არომატიზატორებით. მომხმარებელს შეუძლია თავად გადაამოწმოს შემადგენლობა ეტიკეტზე. ჩვენი მიდგომა სრულიად განსხვავებულია, არ ვიყენებთ კონცენტრანტებს და არ ვანაცვლებთ ხილის წვენს სხვა ინგრედიენტებით.
ამ ეტაპზე გვაქვს შემდეგი სახეობის წვენები:
• გარგარის წვენი - 100% გარგარი;
• ქლიავის წვენი - 100% ქლიავი;
• ტყემლის წვენი - 100% ტყემალი (გამოირჩევა მკვეთრად მჟავე გემოთი, რაც ყველასთვის მისაღები არ არის);
• ტყემლისა და ქლიავის ნაზავი - 50/50% (ქლიავი შედარებით ტკბილია, ხოლო ტყემალი მჟავე, ამიტომ ნაზავი საშუალო გემოს იძლევა მათთვის, ვინც ძალიან მჟავეს ვერ იღებს).

წვენები უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. შარშან სატესტო რეჟიმში გამოვუშვით შინდისა და ღოღნაშოს წვენები, თუმცა ისინი შედარებით დიდ შეფუთვებში იყო წარმოდგენილი. წელს კი დაგეგმილია მათი ჩამოსხმა 250 მლ-იან ბოთლებში. სამომავლოდ დაგეგმილია ალუჩისა და სხვა სახეობის წვენების დამატებაც “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება პროდუქციის ისეთი ობიექტებისთვის მიწოდება და თანამშრომლობა, რომლებებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურებიან. ამ ეტაპზე წვენები ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთ პატარა არაქსელურ მაღაზიაში - გლდანში, ხიზანიშვილის I ნომერში. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის შეძენა ფეისბუქ გვერდის საშუალებით. მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939