მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

news image

თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.

ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი

საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდები მოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებას სწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეას პირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:

“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათი ანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”

პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა

ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.

ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?

მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლო გეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურად მზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსხვილი პროექტები, 100%-იანი დატვირთვა და ექსპორტის ზრდა - Rolf Deckenkonstruktionen მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების გეგმებზე

13.05.2026.18:00

Rolf Deckenkonstruktionen უჯრედული ჭერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან საწარმოს მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ბეკარაშვილმა ისაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ძირითადი სიახლეები?

მიმდინარე წელი მაღალი აქტივობით დაიწყო, დაგვიდასტურდა რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკვეთა უმსხვილესი დეველოპერული კომპანიებისაგან (მეტროპოლი, VR Holding და სხვა). დღეის მდგომარეობით, საწარმო 100%-ით არის დატვირთული. ასევე გავაფორმეთ 10-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოო ხაზების გადაირაღება და ოპტიმიზაცია წარმადობის ზრდისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის თავიდან ავიცილოთ ზეგანაკვეთური წარმოების ხარჯები.

17-19 აპრილს წარმოდგენილი ვიყავით Caucasus Buildi 2026-ის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ROLF-ის ხარისხს რეალურ სივრცეში გაცნობოდნენ. გამოფენამ მოსალოდნელზე მეტად წარმატებულად ჩაიარა და შედეგად ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც სიახლეებს ივლისის თვიდან ველოდებით.

რა ცვლილებები შეიტანეთ პროდუქტებში/სერვისებში მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად?

2026 წელს პროდუქტებსა და სერვისებში რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენი სისტემა სრულად ოპტიმიზირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე. ვინარჩუნებთ უმაღლეს პრემიალურ ხარისხისს, როგორც პროდუქციის ნაწილში ასევე ჩვენი სერვისების მიმართულებით, რასაც შესაბამისად აფასებს ჩვენი მომხმარებელი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ROLF ერთგვარ ხარისხის ნიშნად იქცა ქართულ ბაზარზე და დეველოპერებისათვის როლფის ჭერების გამოყენება პროექტებში უკვე დამატებითი პრესტიჟულობისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა.

რა გამოწვევებს აწყდება დღეს კომპანია ბაზარზე და როგორ პასუხობთ მათ?

ძირითად გამოწვევად ისევე როგორც წინა წლებში დაბალი ხარისხის პროდუქციასთან კონკურენცია რჩება. მეტალის ჭერის სისტემები კონსტრუქციულად იწყობა და საკმაოდ რთულია, მომხმარებლისთვის ხარისხის განსხვავების ახსნა საბოლოო შედეგებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დამკვეთს ამ მიმართულებით ტექნიკური განათლება არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი ფასით მოხიბლული მომხმრებელი იძენს სხვა დაბალხარისხიან პროდუქციას, შედეგს მხოლოდ დასრულებულ ეტაპზე ხედავს და საბოლოოდ კვლავ ჩვენი სისტემებით ანაცვლებენ. წინა წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცნობიერება უფრო გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნაც.

ინფორმაციისთვის, ROLF-ის საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში. შედგება საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა