მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

Georgias Natural Organic გამოწვევებსა და 2026 წლის გეგმებზე

news image

Georgia's Natural Organic  ქართული კომპანიაა, რომელიც ორგანულ სასმელებსა და საკვებ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანიის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელი გიორგი ნოზაძე Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

"2025 წელს კომპანიის გაყიდვები გაიზარდა და მომავალ წელს გვექნება ექსპორტის 25 %-იანი ზრდა.

განვაგრძობთ გაფართოებას გლობალურ ონლაინ პლატფორმებზე და მომავალი წლიდან წარმოდგენილები ვიქნებით ამაზონზე და ალიბაბაზე.

2026 წლიდან ამუშავდება წარმოების მეორე ხაზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ წარმადობა შეკვეთების დასაკმაყოფილებლად.

ეს მატება განსაკუთრებით აისახება, აშშ-ს, შუა აღმოსავლეთისა და აზიის ბაზარზე.

ახალი ასორტიმენტის დაგეგმვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სწორად შერჩეულ პროდუქტებს შეუძლია გაყიდვების ზრდა, ბრენდის გამორჩეულობა და მომხმარებლის ლოიალობის გაძლიერება. ეს ცოცხალი პროცესია, რომელიც სისტემატურად გრძელდება და ხდება ახალი პროდუქტების დამატება. მაგალითისთვის, მომხმარებელი მალე იხილავს ჩვენს წვენებში ორგანულ ანწლს, რეჰანს და სხვა მრავალ ინოვაციურ შეთავაზებებს.

სამწუხაროდ ამასთანავე წარმოების მიმართულებით გვაქვს გარკვეული შეფერხებებიც:

1. ადგილობრივი არასაკმარისი ნედლეული - რაც ზრდის ნედლეულის ღირებულებას და აფერხებს წარმოების დაგეგმვას;

2. არასტაბილური ენერგო-რესურსების მოწოდება - იწვევს წარმოების უნებლიე გაჩერებებსა და ტექნიკურ დაზიანებებს. რაც ხშირი შემთხვევებია, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. თუმცა ამ მიმართულებით ვმუშაობთ ადგილობრივ მუნიციპალიტთან და ენერგო-რესურსების მომწოდებლებთან პრობლემის აღმოსაფხვრელად;

3. პრობლემატური ხდება კვალიფიციური, განსაკუთრებით ტექნიკური და აგრო მიმართულებით კადრების, ასევე ოპერატორების მოძიება.

ეს ყველაფერი კომპანიის დამფუძნებლებს აფიქრებინებს ხილის გადამამუშავებელი წარმოების გახსნას ქვეყნის გარეთაც “, - აცხადებს გიორგი ნოზაძე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე დროშა გამოიფინა

23.05.2026.16:00

26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე კვლავ გამოიფინა საქართველოს დროშა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ეს ტრადიცია საქართველოს ბანკისთვის 26 მაისის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული.

დროშა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე მისი გამოფენა კი ერთგვარი მოწოდებაა - ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი და გამოვფინოთ საქართველოს დროშა ჩვენს სივრცეებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა