მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

კაფე „მალული შოკოარტისგან“ - ადგილი, სადაც სიმყუდროვე, ესთეტიკა და გულით შექმნილი ტკბილეულია

news image
mbc image

შოკოარტი არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ, უმაღლესი ხარისხის შოკოლადს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „შოკოარტის“ დამფუძნებელს ეთო სამქანაშვილს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

"შოკოარტი"-ის საქმიანობა შოკოლადის ხელოვნებაზეა დაფუძნებული. ჩვენ 2019 წლიდან ვქმნით ხელნაკეთ შოკოლადებს, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს, გემოსა და ესთეტიკას. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ინდივიდუალურად შექმნილ შოკოლადს. თითოეული ნაკრები იქმნება სიყვარულით, დეტალებისადმი ყურადღებით და მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვან ხაზს: ბონბონებს, შოკოლადის ფილებს, ცხელი შოკოლადის ნაკრებებს, შოკოლადის თაიგულებსა და სეზონურ შოკოლადებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასაჩუქრე კომპოზიციები და პერსონალიზებული ფილები წარწერებით, რომლებიც ხშირად იქცევა ემოციურ და დასამახსოვრებელ საჩუქრად.

გარდა ინდივიდუალური შეკვეთებისა, ვამზადებთ კორპორატიულ შეკვეთებსაც - ბრენდირებული შეფუთვით, კომპანიის სიმბოლიკით და სასაჩუქრე კონცეფციით, რომელიც მორგებულია თითოეული ბრენდის იდენტობაზე.

 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„შოკოარტი"-ის მთავარი უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ შეკვეთასთან. ჩვენ არ ვქმნით შოკოლადს მასიურად - ყოველი პროდუქტი ხელით იქმნება და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

განსაკუთრებულ უპირატესობას გვანიჭებს ხარისხი, ესთეტიკა და პერსონალიზაცია - მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს შოკოლადის ფილაზე დატანილი წარწერა.

შოკოლადს ვუდგებით როგორც ხელოვნებას - მხატვრული ხედვა, კომპოზიციური განაწილება და ფერების შეხამება ქმნის სრულყოფილ ვიზუალს, რომელიც ჩვენს თითოეულ ნამუშევარს გამოარჩევს.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენთვის შოკოლადი არასდროს არის უბრალოდ ტკბილი საჩუქარი. ვცდილობთ, მასში იგრძნობოდეს ის სიყვარული და ემოცია, რაც ადამიანს აქვს, როცა მისთვის ძვირფასი ადამიანისათვის მზრუნველობით შეუკვეთა საჩუქარი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე ვართ განვითარების აქტიურ ფაზაში. „შოკოარტი"-ის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს სურთ არა მხოლოდ გემრიელი შოკოლადი, არამედ იმ სივრცის ხილვაც, სადაც ეს გემო იქმნება.

ამ იდეამ წარმოშვა კაფე „მალული შოკოარტისგან" - ადგილი, სადაც სიმყუდროვე, ესთეტიკა და გულით შექმნილი ტკბილეულია.

„მალული" სულ ორი თვეა რაც გაიხსნა და ჩვენი სამომავლო გეგმებიც მთლიანად ამ ადგილის განვითარებას უკავშირდება. გვინდა, რომ სტუმრებმა შოკოლადი მხოლოდ საჩუქრად კი არ შეიძინონ, არამედ თავადაც ისიამოვნონ ჩვენი ხელნაკეთი შოკოლადით, განსაკუთრებული ცხელი შოკოლადით, კარგი ყავით და სასიამოვნო ატმოსფეროთი.

ცნობისთვის, კაფე ნინო ჩხეიძის 10 ნომერში მდებარეობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს

17.11.2026.17:43

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომა ეფუძნება გრძელვადიან ინვესტიციას საზოგადოების განვითარებასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ სფეროებში. ბანკის მიზანია, ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობები, რათა მათ ისწავლონ მეტი, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, დასაქმდნენ, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ბანკის CSR მიმართულება მოიცავს განათლებას, ბიზნესის მხარდაჭერას და დასაქმებას. 

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო მიმართულება 40-ზე მეტ პროექტს აერთიანებს და ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები:

იდეათეკები

იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს.

ინიციატივის ფარგლებში, იდეათეკები უკვე 23 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში

საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 24 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში კი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება. 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. 

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სწავლის სრული  დაფინანსება ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში.

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. 

საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 500-ზე მეტი სტიპენდიატი.

ბანკი ასევე ქმნის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებს. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. 

საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 60-ზე მეტი სტიპენდიატი.

AI სტიპენდია გოგოებისთვის 

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი და აღმოაჩინონ ახალი პროფესიული შესაძლებლობები სრული დაფინანსებით. 

AI სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. 

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში

იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში.  2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც აძლევს შესაძლებლობას, 10-ზე მეტ კურსზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.

სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება 24 ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. 

STEM სკოლა

საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. 

STEM სკოლაში 3000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, რომელთაგან 700-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. 

TUMO ქუთაისი 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.

TUMO ქუთაისში მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

Code IT 

საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით 2023 წლიდან Code IT-ის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეებს პროგრამირების საბაზისო უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწავლება რეგიონების ტექნოპარკებში მიმდინარეობს. ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ფინანსური წიგნიერება

2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.

თბილისის წიგნის დღეები 

საქართველოს ბანკი უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სპეციალურად მათთვის შექმნილი შეთავაზებებით. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

საქართველოს ბანკი მეორე წელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. პროექტი გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მასწავლებლის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და წარმატებული პედაგოგების გამოვლენასა და მათ წარდგენას ითვალისწინებს საზოგადოებისთვის. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ვრცლად CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა