მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

Kiwi Post-ი ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად ფილიალების რაოდენობას ზრდის

news image


Kiwi Post • კივი პოსტი დაფარვის არეალს აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ ფილიალი ქუთაისში გახსნა, ახლა კი ახალ ფილიალს გლდანში ამატებს.

„წელს უკვე დავამატეთ KiwiDrive, რაზეც ჩვენს მომხმარებელს უკვე აქვს ინფორმაცია. ეს არის KiwiDrive ამაშუკელი, რომელიც ლისის მიმდებარედ მდებარეობს, და ასევე KiwiDrive დიდი დიღომი, რომელიც თბილისი მოლის მოპირდაპირე მხარესაა განთავსებული. გარდა ამისა, Kiwi Post-მა ფილიალი დაამატა ქუთაისში - ეს ჩვენი პირველი გასვლაა რეგიონში. ახლა ვამატებთ ფილიალს გლდანში. ფილიალი ფაქტობრივად უკვე გახსნილია და ორშაბათს მისი ოფიციალური გახსნა გაიმართება. მომხმარებელს უკვე შეუძლია საკუთარ ექაუნთში აირჩიოს გლდანის ლოკაცია ამანათების მისამართად. ახალი ფილიალი მდებარეობს ანგია ბოჭორიშვილის 33ა-ში,“ - აცხადებს ქეთევან შანიძე.

მისი თქმით, კომპანია სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებშიც.

„დღეისათვის Kiwi Post, KiwiDrive-ს ჩათვლით, 6 ფილიალს აერთიანებს. რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ახალი ფილიალების დამატებაზე. ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროდუქტია KiwiDrive - სერვისი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღოს თავისი გზავნილი. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს პარკინგის პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც ჩვენს ქალაქში საკმაოდ მწვავეა. განვიხილავთ, რომ რაც შეიძლება მეტ ლოკაციაზე დავამატოთ KiwiDrive. ჩვენი მიზანია მომდევნო 1 წლის განმავლობაში 20-მდე ლოკაციის დამატება - ეს არის KiwiDrive-ის განვითარების გეგმა. რაც შეეხება ფილიალებს - მათაც ეტაპობრივად დავამატებთ,“ - ამბობს ქეთევან შანიძე.

ქეთევან შანიძის განცხადებით, Kiwi Post აქტიურად მუშაობს ახალი ქვეყნების დამატების მიმართულებითაც.

„ინტენსიურად ვმუშაობთ. ბოლო ორი დამატებული ქვეყანა იყო საბერძნეთი და პოლონეთი. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა დავამატოთ. ასევე ვმუშაობთ სხვა რეგიონული მიმართულებების დამატებაზე,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად გაამართლა პოლონეთის მიმართულებამ და რამდენად მზარდია მოთხოვნა პოლონეთიდან ამანათებზე, Kiwi Post-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ პოლონეთი საკმაოდ აქტიური ბაზარია ტექნიკისა და ავტონაწილების მიმართულებით.

„ამ მიმართულებამ გაამართლა. პოლონეთში ბრენდული პროდუქცია საკმაოდ იაფია - ხშირად საბერძნეთთან შედარებითაც კი. განსაკუთრებით მოთხოვნადია ავტონაწილები და ტექნიკა. პოლონეთში ძალიან საინტერესო ონლაინ პლატფორმებია, რაც ზრდის ამ მიმართულებით მოთხოვნას,“ - ამბობს შანიძე.

მისი ინფორმაციით, Kiwi Post-ის მეშვეობით ამანათების რაოდენობა მზარდია.

„სტანდარტულად 20-25%-იანი ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით. გამოვარჩევდი ინგლისსა და აშშ-ს - ეს ორი მიმართულება ჩვენთვის განსაკუთრებით აქტიურია. თუმცა ზრდა შეინიშნება ყველა მიმართულებაზე. ზოგადად, საქართველოში e-commerce-ის განვითარება სწრაფია, და ეს, ბუნებრივია, აისახება ჩვენს კომპანიაზეც,“ - განმარტავს ქეთევან შანიძე.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა