მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ხის კოტეჯების და სახლების მშენებელი „ნაკადური“ შიდა განვადების სერვისის დამატებას გეგმავს

news image

„ნაკადური“ არის კომპანია, რომლის საქმიანობაც ხის კოტეჯების, სახლების მშენებლობას გულისხმობს. კომპანია ბაზარზე ორ წელზე მეტია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „ნაკადურის“ თანადამფუძნებელს ედიკა ელბაქიძეს ესაუბრა.

„ჩვენი საქმიანობა ხის კოტეჯების და სახლების მშენებლობას მოიცავს. ამ მიმართულებით უკვე ორ წელზე მეტია ვმუშაობთ. ჩვენი გუნდის წევრები მანამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიებში საქმიანობდნენ, ხოლო ბოლო წლებში შევიკრიბეთ და ერთიანი გუნდის სახით ჩამოვყალიბდით. ამჟამად კი აქტიურად ვმუშაობთ სამშენებლო სექტორში “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანიის სერვისებისადმი მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია.

„მოთხოვნა საწყის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. მართალია, დასაწყისშიც არ გვიგრძნია ინტერესის ნაკლებობა, თუმცა ამ ეტაპზე ზრდა აშკარად შესამჩნევია. მოთხოვნა თვიდან თვემდე იცვლება და ეს აისახება, როგორც შემოსულ ზარებში, ისე შეტყობინებებში და ვებგვერდის ვიზიტორების რაოდენობაში “,- აცხადებს ედიკა ელბაქიძე.

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი გუნდის დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაა საქმისადმი.

„ნაკადურის“ კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად და მაქსიმალური სიზუსტით, ზუსტად ისე, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული დამკვეთთან.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, ყველა დაპირება და შეთანხმება სრულად იქნეს დაცული, რათა არ წარმოიშვას გაუთვალისწინებელი გარემოებები, რამაც შეიძლება დააზიანოს დამკვეთის ინტერესები ან გამოიწვიოს მათი უკმაყოფილება.
კომპანიის მთავარი ფასეულობა კმაყოფილი მომხმარებელია. ვცდილობთ, მომსახურება იმდენად მაღალი ხარისხის იყოს, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თამამად გაგვიწიოს რეკომენდაცია “, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანიის ძირითადი სამომავლო გეგმა სერვისების გამრავალფეროვნება და გაფართოებაა.

„ჩვენი სამომავლო გეგმები ძირითადად გაფართოებას ეხება. გვსურს, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, პროექტების რაოდენობა და სერვისების სხვადასხვა მიმართულება დავამატოთ ჩვენს არსებულ მომსახურებებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან არის შიდა განვადების შეთავაზება. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამის შესაძლებლობაც გვექნება და შევძლებთ მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი ფინანსური პირობების შექმნას “, - აღნიშნავს ედიკა ელბაქიძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://nakaduri.ge/

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა