მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

კონკურენტებისგან გამოგვარჩევს პროდუქტი, რომელიც მომხმარებისთვის დაუვიწყარ ემოციას ქმნის - "ჩოკომია"

news image
mbc image

„ჩოკომია“  სამი წელია ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვან ასორტიმენტს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მაია რატიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კონდიტერია ყოველთვის მიზიდავდა და მუდმივად ვცდილობდი რაღაც ახალი, განსხვავებული და უჩვეულო მესწავლა. ძიების პროცესში წავაწყდი ყველიანი შოკოლადის ტრუფელის მასტერკლასს, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩინა. სწორედ ასე ვაქციე ჩემი გატაცება ბიზნეს იდეად. საქმიანობა 2022 წელს დავიწყე, ონლაინ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ. შოკოლადი და ყველი ერთად ქმნის უნიკალურ გემოს, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ეს განსხვავებული შეგრძნება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა.

საქართველოს ბაზარი ტკბილეულით, განსაკუთრებით კი შოკოლადით, საკმაოდ გაჯერებულია, თუმცა „ჩოკომია“-ს ტრუფელები სრულიად სხვა ემოციას ტოვებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვან ასორტიმენტს: ტრუფელებს, ბომბონებს სხვადასხვა გულსართით, შოკოლადის ფიგურებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს. გარდა ამისა, ვატარებ მასტერკლასებს, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

„ჩოკომია“ მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებული დიზაინისა და გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტს. შოკოლადის ტრუფელების ნაკრები არის ორიგინალური საჩუქარი ნამდვილი გურმანებისთვის. მრავალფეროვანი გემო, გამორჩეული ვიზუალი, ლამაზი შეფუთვა ყოველთვის იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ასევე ძალიან პოპულარულია „დუბაის შოკოლადი“-ს ბატონები. დღესასწაულებზე მომხმარებლებს ვანებივრებთ თემატური შოკოლადის ნაკრებით.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ჩოკომია“-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს პროდუქტი, რომელიც გაოცებას და დაუვიწყარ ემოციას იწვევს, ეს არის შოკოლადის ტრუფელი ყველით, DorBlue (ყველი ლურჯი ობით), პარმეზანით, ყველით ბრი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

მომავალში ვგეგმავთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში მიიღოს მომსახურება, დააგემვნოს უგემრიელესი ტკბილეული, როგორც ადგილზე, ასევე საშუალება ექნება შეუკვეთოს და თან წაიღოს. სადღესასწაულო დღეებზე მომხმარებელი მიიღებს თემატურ პროდუქციას, პარალელურად იმუშავებს ონლაინ მომსახურება.

ცნობისთვის, „ჩოკომია“ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა გამოფენაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის ვებგვერდს ესტუმრონ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

18.07.2026.09:45

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა.

წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.

ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში.

„ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას", განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს",- აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.

Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა