მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

„ლაურუსი“ დაფნის ექსპორტს ჩინეთში გეგმავს

news image
mbc image

დაფნის გადამამუშავებელ საწარმო ,,ლაურუსი” ექსპორტს ჩინეთში გეგმავს. კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა ამ ეტაპზე 100%-ით რუსეთში გადის.

როგორც ,,ლაურუსის" დირექტორი ივანე ჯალაღონია Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე ჩინურ მხარესთან მოლაპარაკება დასრულებულია და კონტრაქტი გაფორმებული. 

„რუსეთში დაფნაზე დიდი მოთხოვნაა, წყვეტა მიწოდების მხრივ ფაქტობრივად არ გვქონია, ამ მხრივ არც ომის მიმდინარეობას შეუშლია ხელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობდით ალტერნატიული ბაზრის ძებნას. ამ ეტაპზე ასეთი ბაზარია ჩინეთი, პარტნიორებმა მასშტაბური ხელშეკრულებები შემოგვთავაზეს“, - ამბობს ივანე ჯალაღონია.

მეწარმის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 300 ტონა დაფნის ექსპორტს გეგმავენ. აქედან 100 ტონას ჩინეთის, ხოლო 200 ტონას რუსეთის ბაზარზე გაიტანენ. 

„ჩინეთში ერთი კილოგრამი მშრალი დაფნა $4,5  ღირს, ხოლო რუსეთში უმაღლესი ხარისხის დაფნის საექსპორტო ფასი $5,5 -ია. ჩვენი პლანტაციებიდან, რომელიც 60 ჰექტარზეა, ყოველწლიურად 30 ტონა დაფნის ფოთოლს ვიღებთ. დანარჩენ ნაწილს კი ექსპორტისთვის ფერმერებისგან ვყიდულობთ“, - ამბობს ივანე ჯალაღონია. 

დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 429,000 ლარი შეადგინა, აქედან 257,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის თანამონაწილეობაა.

საწარმოში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო ახალი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, სეზონზე დამატებით 65 ადამიანი დასაქმდება.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა