ლევან კობახიძე საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა
საქართველოს ბანკის გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეა. ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელად 2025 წლის დეკემბრიდან ლევან კობახიძე დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ლევან კობახიძე 2019-2023 წლებში საქართველოს ბანკში ციფრული არხების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამჯერად კი მისი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება გადახდების სფეროს კიდევ უფრო განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ლევან კობახიძეს მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს საბანკო, ფინტექ და ტელეკომუნიკაციების სექტორებში, განსაკუთრებით კი ციფრული არხებისა და ინოვაციური გადახდების მართვის სფეროში. მისი პროფესიული კარიერა არაერთ ხელმძღვანელ პოზიციას მოიცავს, მათ შორის: Wells Fargo-ში ციფრული ანგარიშების გახსნის მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს ბანკში ციფრული არხების ხელმძღვანელის, Veon Georgia-ში ციფრული პროდუქტების მართვისა და ინოვაციების ხელმძღვანელის როლს და სხვა.
ლევან კობახიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (MBA) სან-ფრანცისკოს Hult International Business School-ში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.