მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

„ლილისი“ - საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

news image

თბილისში უკვე წლებია არსებობს ადგილი, სადაც ტკბილეულის გემო არა მხოლოდ სასიამოვნო მომენტს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აცოცხლებს. ეს არის „ლილისი“- საწარმო და სივრცე, რომელიც ქეთევან ხუნწარიამ და მისმა დამ, ლიკამ  ბებიის რეცეპტების ინსპირაციით შექმნეს.

ძველი რეცეპტისა და თანამედროვე ევროპული გემოების სინთეზმა საზოგადოებაში მალევე პოპულარობა მოიპოვა. ასე იქცა პატარა, ოთხი თანამშრომლით დაწყებული საწარმო დღეს უკვე ორმოცდაათზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდად.

ბუნებრივია, განვითარების გზაზე ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. როგორც ქეთევანი აღნიშნავს, საკონდიტრო წარმოება მუდმივად სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს „ლილისისთვის“ ახალი ცოდნის და განვითარების შესაძლებლობაა. სწორედ ამ მიდგომამ აქცია „ლილისი“ მუდმივად ცვალებად, ადაპტირებად და ინოვაციურ ბრენდად.

„ლილისი“ მხოლოდ ტკბილეული არაა. მისი მიზანია, თითოეულ სტუმარს მცირე ბედნიერება აჩუქოს. ამას ემატება მუდმივად განახლებადი მენიუ, რომელშიც რეტრო და ევროპული გემოების თანამედროვე სინთეზია წარმოდგენილი.

2022 წლიდან „ლილისიმ“ ახალი ნაბიჯი გადადგა - გახსნა სასაუზმე სივრცე, „Nibble“, რომელმაც 2024 წლიდან ფურშეტის და ქეითერინგის  მიმართულებაც განავითარა. 

„ამ გზაზე თიბისი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თიბისის მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეგეგმა ზრდა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები და გამოგვემუშავებინა თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ეს არის პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას, მაშინაც, როცა გვჭირს და მაშინაც, როცა ზრდა და გაფართოება გვინდა“.

„ლილისის“ ისტორია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ექვსი წლის განმავლობაში ბრენდმა განვითარების გზაზე ბევრი ნაბიჯი გადადგა და ახლა კიდევ უფრო მასშტაბური გეგმების განხორციელებას იწყებს.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რომ „ლილისის“ უგემრიელესი ტკბილეული ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პარალელურად, ვაძლიერებთ ფურშეტის მიმართულებას და ბევრ სიურპრიზს ვპირდებით მომხმარებელს… და ეს ყველაფერი არ არის“, — აღნიშნავს ქეთევანი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო

11.05.2026.18:13

პროკრედიტ ბანკი მაისის თვეში ვადიან ანაბრებზე განსაკუთრებულ პირობებს აცხადებს, მომხმარებლები, რომლებიც გადმოიტანენ ანაბარს სხვა ბანკიდან ან გახსნიან ახალ ანაბარს +1%-მდე მეტ სარგებელს მიიღებენ. 

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსოს დანაზოგი და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.

აქციით სარგებლობა მარტივია: შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22. 

მეტი ინფორმაციისთვის, გადმოწერე მობაილ ბანკი ან ეწვიე საიტს: 

www.procreditbank.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა