მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image
mbc image

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მე-10 კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს. ინიციატივის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, რომელიც განათლების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

კონკურსზე წარდგენილ მასწავლებლებს შორის არიან პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც საკუთარი პროფესიული საქმიანობითა და განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილით გამოირჩევიან.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული ირჩევა. შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი ფინალისტის გამოვლენა, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, განათლების სფეროში გამორჩეული ადამიანების წარმოჩენა და მათი საქმიანობის დაფასება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.

ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვის განათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა ინიციატივები.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Memory Casa ასორტიმენტის გაფართოებასა და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

09.06.2026.12:00

Memory Casa სახლისა და სამზარეულოს ჭურჭლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე დიზაინით, მაღალი ხარისხითა და ფუნქციურობით გამორჩეულ პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Memory Casa-ს მარკეტინგის მენეჯერები - თეკლა მუგასაშვილი და ნატალია ჯაფარიძე ესაუბრნენ.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

Memory Casa არის სახლისა და სამზარეულოს ჭურჭლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე დიზაინის, მაღალი ხარისხისა და პრაქტიკული დანიშნულების პროდუქტებს.

ბრენდი შეიქმნა ერთი მარტივი იდეით - ლამაზი სერვირების მიმართ სიყვარულით. ჩვენ ვთვლით, რომ ჭურჭელი არ არის მხოლოდ ყოველდღიური ნივთი, ის არის ემოცია, განწყობა და მოგონება, რომელიც სახლს სითბოსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს. გვგონია, რომ სწორად შერჩეული სერვირების დეტალი ყოველდღიურ მომენტებს უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა ვოპერირებთ, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე მოვიპოვეთ მომხმარებლების სიყვარული და ნდობა. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელოთ საქმე, რომელსაც დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის მუდმივ განახლებასა და გაფართოებაზე, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვანი და გამორჩეული პროდუქცია შევთავაზოთ.

რა ტიპის პროდუქციის ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს და რა პრინციპით ხდება მისი შერჩევა?

Memory Casa მომხმარებელს სთავაზობს სახლისა და სამზარეულოს ჭურჭელს, სერვირების აქსესუარებს. ამასთანავე, ასორტიმენტში წარმოდგენილია ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული და სახალისო პროდუქტებიც.

შესაბამისად, Memory Casa მომხმარებელს სთავაზობს როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილ ნივთებს, ისე განსაკუთრებული დღეებისა და სასაჩუქრე დანიშნულების კოლექციებს.

პროდუქტის შერჩევისას ვითვალისწინებთ ფუნქციურობას, დიზაინს და ხარისხს, ასევე იმ ტენდენციებს, რომლებიც დღესდღეობით მომხმარებლებისთვის არის აქტუალური.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კოლექციები იყოს მრავალფეროვანი და თითოეული მომხმარებლისთვის საინტერესო და მიმზიდველი.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის ხელმისაწვდომი ფასია. Memory Casa-ს გუნდი ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლებმა სასურველი ნივთები მაქსიმალურად მისაღებ ფასად შეიძინონ ხარისხისა და დიზაინის კომპრომისის გარეშე.

თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, რომ ლამაზი განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. შესაბამისად, ფასების რეგულირებაც სწორედ მათზე მორგებული გავხადეთ. 

ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროდუქციის შეფუთვას. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნივთი პირადი მოხმარებისთვის შეიძინეს თუ სასაჩუქრედ, თითოეულ შეკვეთას ვაფორმებთ დახვეწილი, ესთეტიკური და განსაკუთრებული შეფუთვით. გვინდა, რომ თითოეულმა მომხმარებელმა პროდუქტის მიღებისთანავე იგრძნოს ის სითბო, ყურადღება და სიყვარული, რომელსაც თითოეულ შეკვეთაში ვდებთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და რა მიმართულებით აპირებთ ასორტიმენტის ან სერვისის განვითარებას?

Memory Casa-ს სამომავლო გეგმები ალბათ ნათელია. ბრენდის კიდევ უფრო მეტად განვითარება, პოპულარიზაცია და მომხმარებელთა ნდობის გაძლიერება. მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ხედვა და შევთავაზოთ ხარისხიანი, ესთეტიკური და ხელმისაწვდომი პროდუქცია.

სამომავლოდ ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიული მიმართულების განვითარებას და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობას. გვსურს შევქმნათ საინტერესო და ინდივიდუალური შეთავაზებები, რომლებიც კომპანიების თანამშრომლების, პარტნიორებისა და კლიენტების მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

ასევე, ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას და მომხმარებლებისთვის ახალი, მრავალფეროვანი კოლექციების შეთავაზებას, რომლებიც თანამედროვე ტენდენციებსა და სხვადასხვა გემოვნებას მოერგება.

ამასთანავე, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო მიზანი ფიზიკური მაღაზიის გახსნაცაა, რადგან ხშირად ონლაინ, მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია ნივთის აღქმა. შესაბამისად, ფიზიკურ სივრცეში მომხმარებელი უფრო უკეთ შეძლებს საკუთარი სახლისთვის ან სასაჩუქრედ ნივთების შერჩევას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Memory Casa არ იყოს მხოლოდ მაღაზია. გვინდა ის იქცეს ბრენდად, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას მეტ სილამაზესა და სასიამოვნო ემოციებს შემატებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა