მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

"მეტროპოლმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა- მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია „მეტროპოლმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა.

პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ დოლარია.

„მეტროპოლ ბაგები“ ბაგებში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს, 2,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე, 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია. ის  ჯამში 96 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

„დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა. ჩვენ  ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ვახორციელებთ. „მეტროპოლ ბაგების“  მშენებლობა უკვე  დასრულდა. ამჯერად, თბილისში კიდევ ორი საცხოვრებელი კომპლექსის ,,მეტროპოლ ორთაჭალას”, და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ბათუმში „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე მიმდინარეობს  ახალი პროექტის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა, რომელიც პანორამული ხედებით ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს.  ჩვენ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია კი 1 050 000 000 ლარს შეადგენს. დღეის მონაცემებით, “მეტროპოლში”  2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებ. ჩვენი ყველა პროექტი, მათ შორის „მეტროპოლ ბაგები“ სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით იგეგმება და უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალებით ხორციელდება. საქართველოს ბანკთან ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ, და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, რადგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, მაღალ პროფესიულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას ვიღებთ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა, ,,მეტროპოლის” გენერალური დირექტორის მოადგილემ.

“საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. კომპანია მეტროპოლთან ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია და კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას, ამჯერად ჩვენთან თანამშრომლობით, ბაგებში, საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.  ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 800 000 დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა. ისევე როგორც „მეტროპოლის“ სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. პროექტი განხორციელდა უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რომელიც ერთის მხრივ ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, მეორეს  მხრივ კი, მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის დანახარჯებს. კომპანია სამომავლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია რომ ძლიერი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

07.08.2026.18:24

1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.

შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card.  ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.

მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა