მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

მწარმოებლები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

საპარლამენტო დროებითი ფასების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ადგილობრივ მწარმოებლებისგან დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს და მათ მოსაზრებებს გაეცნენ.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გამოსვლაში აღნიშნა: „ კომისიის მიზანია სწორედ შეისწავლოს თუ რა პრობლემები აქვს სექტორს და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საკითხის მიმართ დადებითად და კონსტრუქციულად არიან განწყობილი. მხარეები ვთანხმდებით, რომ პროდუქციაში  ფასნამატი მაღალია, რომელიც სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც სისტემურ მიდგომებს საჭიროებს. ჩვენ გვინდა ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რომ სექტორი სისტემურად გაჯანსაღდეს, რაც შედეგობრივად პროდუქციაზე ფასების შემცირებას განაპირობებს.

ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ხუთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა სწორად იდენტიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვეცოდინება პრობლემის არსი შემდგომ სწორი ანალიზით შევძლებთ შესაბამისი მექანიზმების ჩართვას. ეს კი სექტორის გაჯანსაღებამდე და კმაყოფილ მომხმარებლამდე მიგვიყვანს“.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მოსმენილი ინფორმაციებიდან შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

  • მწარმოებლები მნიშვნელოვანწილად  დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ  იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის. 
  • საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი წილი უკავია გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებს - ქეშბექები, ქსელში შესვლის საფასური, თაროს გადასახადი და სხვა.
  • მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და ქსელურ მარკეტებს შორის შეინიშნება ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც ზედა რგოლს  გადამეტებულ მოლაპარაკების ძალაუფლებას ანიჭებს. 
  • სამუშაო კაპიტალის მოცულობა, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. გადახდების გაჭიანურება ზრდის ფინანსურ ხარჯებს და საბოლოოდ ქმნის დამატებით ზეწოლას პროდუქციის ერთეულის ღირებულებაზე.
  • რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს ნაშთების არაეფექტურ მართვას და შედეგობრივად მაღალ დანაკრგებს, რაც ასევე ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას. 
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

09.10.2026.19:22

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა