Norton - „ბრავიტონის“ კატალოგს ახალი საერთაშორისო ბრენდები და პარტნიორები ემატება
ბრავიტონი • Braviton-ის ექსკლუზიურ კატალოგს ამერიკული ბრენდი Norton დაემატა. ეს არის ბრენდი, რომელსაც საჭრელი დისკების 130 წლიანი ისტორია აქვს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ზურა ბაკურაძემ განაცხადა, ქართული ბაზარი სავსეა
დაბალხარისხიანი და არაავთენტური საჭრელი დისკებით, Norton-ი კი ბაზარს
ორიგინალ, ევროპული ხარისხის პროდუქციას და თანაც ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.
„Norton-ის საქართველოში შემოტანა ჩვენთვის დიდ სიამაყის მიზეზია. ეს არის 130 წლის ამერიკული ბრენდი, რომელიც დღეს ფრანგული ჰოლდინგის, Saint-Gobain-ის წევრია.
Norton-ის ძირითადი მიმართულებაა საჭრელი, სახეხი და მოსაპრიალებელი დისკები. მაშინ როცა ქართულ ბაზარი სავსეა დაბალხარისხიანი და არაავთენტური საჭრელი დისკებით, ნორტონი გვთავაზობს ორიგინალ, ევროპული ხარისხის პროდუქციას უიშვიათესი, უსაფრთხოების oSa და ხარისხის EN სერტიფიკატების პროდუქციას. „ბრავიტონში“ ყოველთვის ვცდილობთ ქართულ აუდიტორიას ხელმისაწვდომ ფასად ხარისხიანი ალტერნატივა შევთავაზოთ - Norton-იც მორიგი ასეთი ნაბიჯია და გვიხარია პირველივე თვეებში დადებითი უკუკავშირი“, - აცხადებს ზურა ბაკურაძე.
„ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი განმარტავს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი ბრენდებისა და მომწოდებლების მოსაზიდად.
„ჩვენი მიზანი წინდახედული ნაბიჯებით სტაბილური განვითარებაა. ბრენდები, რომლებიც მსგავს ხედვას იზიარებენ, გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
სულ ახლახან თურქეთში დავესწარით სამშენებლო მასალების გამოფენას MetalExpo 2025, სადაც ახალი საინტერესო კომპანიები აღმოვაჩინეთ. აგრეთვე შევხვდით ჩვენს ამჟამინდელ პარტნიორებს და ვეწვიეთ მათ ქარხნებს.
უახლოეს მომავალში მსგავსი მასშტაბური გამოფენები იგეგმება დუბაისა და ჩინეთში და ჩვენი გუნდის წევრებიც აუცილებლად დაესწრებიან. მოგეხსენებათ, ჩინური კომპანიების აქტივობა დასავლურ ბაზრებში ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც გვსურს, აღმოვაჩონთ საინტერესო პარტნიორი, რომელიც ჩვენს პრინციპებს იზიარებს“, - აცხადებს „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
„ბრავიტონი“ (ყოფილი შპს „აღმშენებლობა“) უკვე 25 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო რკინა — არმატურა, მილკვადრატები, ლითონის ფურცლები და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება დაიწყო და დღეს მომხმარებელს აქტიურად სთავაზობს ევროპული ხარისხის თბოსაიზოლაციო მასალებს, ხელსაწყოებს, ასევე სხვადასხვა სამშენებლო და სარემონტო დანიშნულების პროდუქციას.
„ჩვენი არსებული კატალოგიდან მინდა გამოვყო ორი ევროპული ბრენდი. პირველი, ეს გახლავთ გერმანული ქიმიურ საშუალებების ბრენდი Winkel, რომელიც გამოირჩევა შეუდარებელი ხარისხითა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. ვინკელის პროდუქცია შეუცვლელი ნაწილია სხვადასხვა ტიპის საწარმოებსა და ქარხნებში, საზღვაო და ავტო ინდუსტრიაში. ყოველდღიურობაშიც კი არაერთხელ გამომიყენებია ვინკელის პროდუქცია, იქნება ეს ჟანგის მოსაშორებელი, ნაპრალების ამოსავსები, ნესტისგან დამცავი, წებვადი სპრეები თუ სხვა.
ვერ დავივიწყებ ჩვენს ძირითად მიმართულებას - სამშენებლო რკინას, და მინდა გამოვყო თურქული მწარმოებელი - Yeşilyurt, რომელიც ამზადებს ევროპული სტანდარტების არმატურას. ეს კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აწარმოებს ექსპორტს და გვიხარია, რომ ჩვენ მათი ერთ-ერთი პირველი პარტნიორები ვიყავით საქართველოში. არც კი გაგვკვირვებია, თუ რა მალე მოიხვეჭა მტკიცე, სტანდარტების სრულად შესაბამისი არმატურის სახელი. დღესდღეობით ბათუმში არაერთი მრავალსართულიანი, მსხვილი პროექტი ხორციელდება მათი არმატურით“, - განმარტავს ზურა ბაკურაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
09.10.2026.19:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.
STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.
რატომ STEM სკოლა?
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.
პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.
ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.
STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge