ქართული ტრადიცია საერთაშორისო არენაზე - „ნუგბარი“ ექსპორტს აფართოებს
ყველაზე ქართული და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელი კომპანია ნუგბარი • Nugbari საექსპორტო არეალის გაფართოებაზე და რებრენდიგზე მუშაობს. მალე კომპანია ბაზარს ჩურჩხელებს ახალი შეფუთვით შესთავაზებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ნუგბარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გერზმავამ განაცხადა, წინასაახალწლო სამზადისი ნუგბარში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო და ექსპორტის გაფართოების პარალელურად კომპანია ადგილობრივ ქსელებშიც დარჩება.
„ჩვენი პრიორიტეტი არის ექსპორტი, შესაბამისად ადგილობრივი ბაზრისთვის და კორპორატიული სეგმენტისთვის სპეციალურ შეთავაზებებზე აქცენტი არ გაგვიკეთებია. მოთხოვნა პროდუქტზე მაღალია, უახლოეს მომავალში წარმოების ზრდასაც ვგეგმავთ. პარალელურად ინტენსიურად ვმუშაობთ ახალი საექსპორტო ბაზრების თუ დამკვეთების მოძიებაზე.
ექსპორტზე სოლიდური ინტერესია, ადგილობრივი ბაზარი შედარებით პატარაა. თუმცა რითეილში ვრჩებით და პოზიციების გამყარებაზეც ვზრუნავთ. რამდენიმე თვეა, რაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობ ყველაზე დიდ მიღწევად ისრაელის ბაზარზე შესვლა მიმაჩნია. მალე გავუშვებთ საცდელ პარტიას და დიდი ალბათობით იქაურ ქსელთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმებას თებერვალში გავაფორმებთ. ასევე მოთხოვნაა გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ლუქსემბურგიდან,“ – აცხადებს „ნუგბარის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„ნუგბარის“ გაყიდვების გეგმაში წილები ექსპორტი - ადგილობრივი ბაზარი, შემდეგი პროპორციით არის გადაწილებული:
„თუ აქამდე წარმოებული პროდუქტის 10% გადიოდა ექსპორტზე, ახლა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ. 2026 წელს ეს კონფიგურაცია შეიცვლება და პროდუქციის 10–15%-ს დავტოვებთ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენს გავიტანთ ექსპორტზე. მით უმეტეს, წელს რომ განსხვავებული კონცეფციის შეფუთვა გვექნება და მას უფრო სნექის სახე ექნება,“ - ამბობს ნინო გერზმავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს „ნუგბარი“ 10 წლის ხდება. კომპანია ახალ ასორტიმენტზეც მუშაობს - ეს იქნება უშაქრო, ვეგან-მეგობრული და ბუნებრივი, ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი ხაზი.
„ნუგბარის“ თითოეული პროდუქტი მზადდება და დამზადდება ადგილობრივი, პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით.
„სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, ჩვენს კომპანიას აქვს უნიკალური უპირატესობა - საკუთარი წარმოების, კახური რქაწითელისა და საფერავის ბადაგისგან შექმნას ჩურჩხელა. მიუხედავად იმისა, რომ „ნუგბარი“ უკვე საკმაოდ მსხვილი წარმოებაა, ჩვენთან დამზადებული თითოეული პროდუქტი ხელნაკეთია. ჩურჩხელა მზადდება ძველისძველი კახური საავტორო რეცეპტით.
საგანგებოდ ვარიდებთ თავს წარმოების სრულად ინდუსტრიალიზაციას, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩურჩხელამ არ დაკარგოს ავთენტური გემო,“ – ამბობს ნინო გერზმავა.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939