მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

როგორია Pabellón Hotel - ის განვითარების კონცეფცია

news image
mbc image

2026 წელს პაბელონი კიდევ უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს გეგმავს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ოქსანა ხოდინმა განუცხადა.

„2026 წელს პაბელონი კიდევ უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს გეგმავს. ჩვენი მიზანია, სასტუმრო გახდეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ობიექტი.

მთავარი გეგმები მოიცავს:

•⁠ ⁠ინფრასტრუქტურის გაფართოებას - სპორტული სივრცეების დამატებითა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით;

 

•⁠ ⁠კულინარიული მიმართულების გაღრმავებას - მეტი მასტერკლასი, თემატური ვახშმები, შეფის ხედვა და გამოცდილების გაზიარება;

•⁠ ⁠მეღვინეობის სრული ამოქმედება - რათა სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ადგილზე ნახონ ღვინის წარმოების სრული ციკლი;

•⁠ ⁠კორპორატიული და ჯგუფური ტურიზმის გაძლიერებას - მეტი ღონისძიების გამასპინძლება - საკონფერენციო სივრცეებითა და მორგებული პაკეტებით;

•⁠ ⁠სტუმრის გამოცდილების დახვეწას - უფრო პერსონალიზებული სერვისებით, ტექნოლოგიური კომფორტით და მაღალი სტანდარტებით.

2026 წელი „პაბელონისთვის“ იქნება ახალი შესაძლებლობებისა და პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერების წელი ", - აცხადებს ოქსანა ხოდინი.

ცნობისთვის, იანვრის თვეში სასტუმრო სტუმრებს ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობებს, თბილ ატმოსფეროსა და დაუვიწყარ ემოციებს შესთავაზებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://www.pabellon.ge/  ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 0352 20 02 00.

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

11.09.2026.19:48

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.

ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა