რა შედეგებით დაბრუნდა საბავშო სამოსის ბრენდი Pangolini Kids - ი Pitti Immagine Bimbo - დან
„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა, Pitti Immagine Bimbo. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო Pangolini Kids - იც. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს სალომე ნიკვაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანიისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება და შედეგად „პანგოლინი“ ექსპორტზეც გავიდა.
„Pitti საუკეთესო გამოცდილებაა ჩვენთვის. პირველივე თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა და შედეგად „პანგოლინი“ გავიდა ექსპორტზე მოდის ცენტრად წოდებულ ქვეყანაში იტალიაში. ეს იყო ჩვენთვის უდიდესი სტიმული და გამარჯვება, რომელიც დიდი შრომის, იმ მაღალი სტანდარტისა და ხარისხის დამსახურებაა რომლითაც იქმნება „პანგოლინი ქიდსი“.
ჩვენი ბრენდი იყიდება ისეთ საერთაშორისო, მულტიბრენდულ ონლაინ პლატფორმებზე როგორიცაა farfetch და coccole bimbi“, - ამბობს სალომე ნიკავშვილი.
კომპანია ამ ეტაპზე ექსპორტის კუთხით აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე როგორც წესი არაფერს ვაანონსებთ “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
Pangolini kids-ის მთავარი მიზანი საერთაშორისო ბრენდების ჩანაცვლებაა და ამ მიზნის მისაღწევად კომპანია წარმატებით და აქტიურად მუშაობს.
„Pangolini kids-ის შექმნის მთავარი მიზანი გახლდათ ჩაგვენაცვლებინა საერთაშორისო ბრენდები. ამ ყველაფრის განხორციელება წარმატებით დავიწყეთ. ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ბაიერებისა და პრესის წარმომადგენლების დიდ უმრავლესობას, ისევე როგორც ჩვენ, გვჯერა რომ Pangolini -ს დიდი მომავალი აქვს“, - აღნიშნავს სალომე ნიკვაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2022 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის, 100% ბუნებრივი ქსოვილებისგან შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. ქსოვილების შეძენა ხდება კონკრეტული შემომტანის საშუალებით. მწარმოებელი ქვეყნებია იტალია და საფრანგეთი.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.